Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    პლატონი

    სახლი ბავშვების გარეშე - ეს ცარიელი სახლია. მის ბინადრებს ემუქრება საშიშროება გახდნენ ეგოისტები, ელოლიაონ საკუთარ თავისუფლებას და ანგარიში გაუწიონ მხოლოდ თავიანთ სურვილებსა და გამორჩენას. ისინი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავისადმი არიან განწყობილნი და ნაკლებად - სხვებისადმი.ბოს 35.1

    ეგოიზმი, რომელიც მრავალფეროვნად ვლინდება გარემოებათა და ხასიათის თავისებურებათა მიხედვით, დაძლეულ უნდა იქნას. როდესაც ოჯახში არიან ბავშვები, გონება კარნახობს უფროსებს უარი თქვან საკუთარ თავზე და იზრუნონ მათზე, დაარიგონ და იყვნენ მათთვის მაგალითი. როდესაც ორი ადამიანი ქმნის ოჯახს და მათ არ ჰყავთ ბავშვები, რომლებიც აიძულებენ მათ გახდნენ მომთმენნი, ამტანნი და ჭეშმარიტად მოსიყვარულენი, ისინი გამუდმებით ფხიზლად უნდა იყვნენ, რათა ეგოიზმი არ გახდეს უპირატესი და ისინი არ იქცნენ ეგოცენტრულ და საკუთარი თავისადმი ყურადღების, მზრუნველობისა და დაინტერესებულობის მომთხოვნ ადამიანებად, რომლებსაც არ ესმით, რომ ისინი სხვებს უნდა ეკუთვნოდნენ. მრავალი ადამიანი დაავადებულია ფიზიკურად, გონებრივად და დასუსტებულია მორალურად იმის შედეგად, რომ მათი ყურადღება გამახვილებულია მხოლოდ საკუთარ თავზე. მათი გამოყვანა ასეთი მდგომარეობიდან შეიძლება მხოლოდ ბავშვების ჯანსაღი სიცოცხლისმოყვარეობით და დაუცხრომელი ენერგიით.ბოს 35.2

    თანაგრძნობა, მოთმინება და სიყვარული, რომლებიც საჭიროა ბავშვებთან ურთიერთობაში, კურთხევას მოიტანს ყოველ ოჯახში. Çსინი მოალბობს და დაიპყრობს მათ ხასიათს, ვინც უფრო მხია- რული და მშვიდი უნდა იყოს. ბავშვის ყოფნა ოჯახში სასიამოვნო და სუფთა ატმოსფეროს ქმნის. იმ ბავშვებისადმი გამოხატული მზრუნველობა და სიყვარული, რომლებიც ჩვენზე არიან დამოკიდებულნი, ჩვენი ბუნებიდან განდევნის უხეშობას, გვაქცევს მოსიყვარულე და შემბრალებელ ადამიანებად.ბოს 35.3

    ბავშვები მშობლებისათვის მინდობილი ძვირფასი ქონებაა, რომელსაც ერთხელ ღმერთი მოითხოვს მათი ხელიდან. ჩვენ უნდა აღვზარდოთ ბავშვები, დავუთმოთ მათ მეტი დრო და მზრუნველობა და მივცეთ მეტი სწორი დარიგება.ბოს 36.1

    თქვენი ძენი და ასულნი ღვთის ოჯახის უმცროსი წევრები არიან. მან მოგანდოთ მათზე ზრუნვა, რათა თქვენ ზეცისათვის აღზარდოთ ისინი და ასწავლოთ მათ. თქვენ ანგარიში უნდა ჩააბაროთ ღმერთს იმისა, თუ როგორ ასრულებთ თქვენს წმიდათაწმიდა მოვალეობას.ბოს 36.2

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents