ქალის ქცევა
როდესაც ცდილობენ მიმზიდველად გმოიყურებოდნენ, ქალები ხშირად კარგავენ ყოველგვარ გონიერებას. ეს მიაგავს წარმტაც თამაშს და ისინიც ხალისით თამაშობენ. გათხოვილი და გაუთხოვარი ქალები ძალზე ხშირად არიან თავშეუკავებელნი. იპყრობენ ცოლიანი და უცოლო მამაკაცების ყურადღებას და ისინი, ვისაც სუსტი ზნეობრივი საფუძველი აქვს, ემოჩილებიან მათ. ჩნდება აზრები, რომლებიც არ იქნებოდა, ქალი რომ მოკრძალებით და თავშეკავებულად მოქცეულიყო. ქალს შეიძლება არც ჰქონდეს ცოდვიანი მიზნები ან მოტივები, მაგრამ თავისი ქცევით იგი საბაბს აძლევს მამაკაცებს დაემრჩილონ ცდუნებას. წინდახედულობის და სიდარბაისლის გამომჟღავნებით, მოურიდებლობისაგან თავის შეკავებით, მომეტებულ ყურადღებაზე პასუხის გაუცემლობით, მაგრამ მაღალი ზნეობრივი დონისა და სათანადო ღირსების შენარჩუნებით, ბევრი უბედურების თავიდან აცილება შეიძლება.ბოს 121.1
ქალი, რომელიც მისი თანდასწრებით უხამსი ან გადაკრული სიტყვების წარმოთქმის ნებას იძლევა, არ იქცევა ისე, როგორც ღმერთს სურს; ის, რომელიც უშვებს შეუფერებელ მოურიდებლობას ან უშვერ წინადადებას, არ ზრუნავს თავის ქალურ ღირსებაზე.ბოს 121.2