Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    ბუნებასთან სიახლოვე

    ცხოვრება ქალაქებში ცრუ ფასეულობებითა და ხელოვნურად შექმნილი პირობებითაა აღვსილი. გამდიდრების ძლიერი სურვილი, აღმგზნები აურზაური და სწრაფვა სიამოვნებისაკენ, მოჩვენებითის წყურვილი, სიმდიდრე და უგუნურობა - ყოველივე ეს მართავს ხალხთა უდიდეს მასებს და აშორებს მათ გონებას ცხოვრების ჭეშმარიტი მიზნისგან. ეს ახალგაზრდობაზე ახდენს თითქმის დაუძ-ლეველ გავლენას. ერთერთი ყველაზე დახვეწილი და საშიში საცდური, რომელიც ქალაქებში ბავშვებსა და ახალგაზრდებს ემუქრება, - ეს არის ძლიერი მიდრეკილება სიამოვნებისადმი.ბოს 26.3

    ქალაქის გარემო ხშირად ჯანმრთელობისათვის საშიშია. ავადმყოფ ადამიანებთან კონტაქტში შესვლის მუდმივი აუცილებლობა, დაბინძურებული ჰაერი და წყალი, ცხოვრების შეზღუდული, არაჯანსაღი პირობები - აი, მხოლოდ ზოგიერთი პრობლემა, რომელსაც ქალაქის მცხოვრები აწყდება.ბოს 27.1

    ღმერთის გეგმაში არ შედიოდა, რომ ადამიანები ქალაქებში მოგროვილიყვნენ და თავი მოეყარათ სახლებში და იჯარით აღებულ ბინებში. თავიდან მან ჩვენი წინაპრები მშვენიერ პეიზაჟთა და ხმათა შორის მოათავსა და მას სურს, რომ ეს დღესაც გვახარებდეს ჩვენ. რაც უფრო ახლოს ვართ ღმერთის თავდაპირველ გეგმასთან, მით უფრო ხელსაყრელი შესაძლებლობები გვაქვს მოვიპოვოთ ჯანსაღი სხეული, გონება და სული.ბოს 27.2

    სასურველია, რომ სახლთან იყოს ბაღი და ბავშვები მონაწილეობას ღებულობდნენ მის მოვლაში, რაც მათთვის ერთდროულად გართობაც იქნება და სასარგებლო შრომაც. მცენარეებსა და ყვავილებს შორის საქმიანობა ხელს უწყობს დახვეწილი გემოვნების ჩამოყალიბებასა და ინტელექტის განვითარებას, ღვთის სასარგებლო და მშვენიერ ქმნილებებთან ნაცნობობა კი წმინდა და კეთილშობილურ გავლენას ახდენს გონებაზე.ბოს 27.3

    არავის შეუძლია წარმატებას მიაღწიოს მიწათმოქმედებასა თუ მებაღეობაში ამ დარგებთან დაკავშირებული კანონების ცოდნის გარეშე. აუცილებელია ყოველი სახეობის მცენარის თავისებურების შესწავლა, რომელიც სხვადასხვაგვარ მოვლასა და დამუშავებას მოითხოვს. ყურადღება, რომელიც ეთმობა ახალგაზრდა მცენარეების გადარგვას, გასხვლასა და მორწყვას, ღამით სიცივისაგან და დღისით მზისაგან დაცვას, გამარგვლას, მცენარეთა დაავადებებთან და მავნე მწერებთან ბრძოლას, ხეხილისათვის ფორმის მიცემას და ნაკვეთზე წესრიგის დამყარებას, - ეს ყურადღება იძლევა მნიშვნელოვან გაკვეთილებს, რომლებიც აუცილებელია ხასიათის ჩამოყალიბებისათვის და, გარდა ამისა, შრომა თავისთავად არის პიროვნების სრულყოფის საშუალება. როდესაც ადამიანი გამუდმებით ცდილობს თავის თავში გამოიმუშაოს გულმოდგინეობა, მოთმინება, ყურადღება ბავშვების მიმართ, კანონისადმი მორჩილება, ღებულობს ძალზედ მნიშვნელოვან მომზადებას. ცხოვრების საიდუმლოებებსა და ბუნების საოცრებებთან მუდმივი სიახლოვე და, გარდა ამისა, სიკეთე, რომელიც იბადება ღვთის ამ მშვენიერი ქმნილებებისადმი მსახურების დროს, გამოაცოცხლებს გონებას, განწმენდს და აღამაღლებს ხასიათს.ბოს 27.4

    ღმერთმა გარშემოგვარტყა ბუნების სილამაზე, რათა მიიზიდოს და დააინტერესოს ჩვენი გონება. მას სურს, რომ ბუნების სიდიადე ასოციაციით მის ხასიათს უკავშირდებოდეს. თუ ჩვენ ბეჯითად ვსწავლობთ ბუნების წიგნს, აუცილებლად მივალთ დასკვნამდე, რომ იგი იძლევა უხვ საკვებს ღმერთის უსაზღვრო სიყვარულსა და ძალაზე დასაფიქრებლად...ბოს 28.1

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents