Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    სიყვარულის გამომჟღავნება

    ბევრი სიყვარულის გამომჟღავნებას სისუსტედ მიიჩნევს და ინარჩუნებს ქცევას, რომელიც ხელს ჰკრავს სხვებს და თრგუნავს კეთილგანწყობას. თუ კეთილშობილური, მეგობრული სურვილები შეკავებულია, დროთა განმავლობაში ისინი შეიძლება საერთოდ გაქრეს და გული დაიცლება და გაცივდება. ჩვენ უნდა ვერიდოთ ამ შეცდომას. სიყვარული დიდხანს ვერ იარსებებს, თუ იგი არანაირად არ მჟღავნდება. დაე, იმის გული, ვინც თქვენთან ცოლქმრული ურთიერთობებითაა დაკავშირებული, ნუ გაიტანჯება სიკეთისა და თანაგრძნობის უკმარისობით.ბოს 19.2

    დაე, ყოველმა გასცეს უფრო მეტი სიყვარული, ვიდრე მოითხოვს. განავითარეთ თქვენში ყველაზე კეთილშობილური თვისებები და ისწრაფეთ ერთმანეთში ღირსებები აღიაროთ.ბოს 19.3

    შეგნება იმისა, რომ შენ ღირსეულად გაფასებენ, არის ბრწყინვალე სტიმული და მას კმაყოფილება მოაქვს. თანაგრძნობა და პატივისცემა ხელს უწყობს სრულყოფილებისაკენ სწრაფვას.ბოს 20.1

    მიზეზი იმისა, რომ ჩვენს წუთისოფელში არსებობს ამდენი უგულო ხალხი, მდგომარეობს იმაში, რომ ჭეშმარიტი სიყვარული ითვლება სისუსტედ და ადამიანიც დაბნეული და დაჩაგრულია.ბოს 20.2

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents