Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    ოჯახური ეკონომიკა

    ფული ეს არის მუდმივი შემოწმება იმისა, თუ რას ვართ მიჯაჭვულნი.

    საქმიან პატიოსნებასა და ჭეშმარიტ წარმატებას საფუძვლად უდევს საკუთრებაზე ღმერთის უფლებების აღიარება. ის, ვინც ჩვენ შეგვქმნა, არის ჭეშმარიტი მეპატრონე. ყველაფერი, რაც გაგვაჩნია, ღმერთის მიერ გვაქვს მონდობილი, რათა ქონება მისი მითითებების თანახმად გამოვიყენოთ. ღმერთმა მოგვცა ნიჭები, შესაძლებლობები და დაგვაყენა წუთისოფელში, რათა მის მიერ დანიშნული სამუშაო შევასრულოთ. ფული და მატერიალური ფასეულობები ჩვენ არ გვეკუთვნის. ჩვენ უცხონი და მწირნი ვართ. ჩვენ ძღვენის სახით ვღებულობთ იმას, რაც საჭიროა ჩვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის. ჩვენი მიწიერი კურთხევები ვალად გვაქვს მოცემული, რათა გამოცდილ ვიყოთ, შეიძლება თუ არა მარადილი საგანძურის ჩვენთვის მონდობა. თუ ჩვენ ვუძლებთ ამ გამოცდას, მაშინ მოვიპოვებთ ქონებას, რომელიც ჩვენი იქნება, - დიდებასა და უკვდავებას.ბოს 126.1

    აუცილებელი არ არის ფული წყევლა იყოს. მას დიდი მნიშვნელობა აქვს და თუ სწორად გამოვიყენებთ, შეუძლია სარგებლობა მოგვიტანოს. მაგრამ მფლანგველობა და უგუნური გამოყენება ფულს მახედ აქცევს იმათთვის, ვინც მას ხარჯავს. ის, ვინც ფულს სიამაყისა და პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ხარჯავს, მას წყევლად აქცევს და არა კურთხევად. ფული - ეს არის მუდმივი შემოწმება იმისა, თუ რას ვართ მიჯაჭვულნი. ღმერთის მიერ მოცემული კანონები მუდმივად რომ სრულდებოდეს, მაშინ წუთისოფლის მდგომარეობა ზნეობრივ, სულიერ და მოქალაქეობრივ ასპექტებში საფუძვლიანად შეიცვლებოდა. Æავმოყვარეობა და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ გამომჟღავნდებოდა, როგორც ახლა, არამედ ყოველი სხვების ბედნიერებასა და კეთილდღეობაზე იზრუნებდა.ბოს 126.2

    არის დამოუკიდებლობა, რომელიც ქების ღირსია. სურვილი, თვითონ ატარო საკუთარი ტვირთი და არ ჭამო სხვისი პური, საქებურია. კეთილშობილური და შესანიშნავია სწრაფვა, რომელიც დამოუკიდებლობის სურვილს მართავს. აუცილებელია საკუთარ თავში შრომისმოყვარეობის და მომჭირნეობის გამომუშავება.ბოს 127.1

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents