დედის გავლენა
ღმერთის ძალის შემდეგ დედის ძალაა ყველაზე დიადი ძალა დედამიწაზე.
დედის მოღვაწეობის ასპარეზი შეიძლება მოკრძალებული იყოს, მაგრამ მისი გავლენა, გაერთიანებული მამის გავლენასთან, ისევე უცვლელია, როგორც მარადისობა. ღმერთის ძალის შემდეგ დედის ძალა, რომელიც კეთილ გავლენას ახდენს, არის ყველაზე დიადი ძალა დედამიწაზე. იგი ამ ცხოვრების უკუღმართობებზე გავლით ვრცელდება მომავალ, მარადიულ ცხოვრებამდე.ბოს 76.1
უნაზესი მიწიერი კავშირი აერთიანებს დედასა და შვილს. Àავშვი უფრო დიდი მონდომებით აღიქვამს დედის ცხოვრებასა და მაგალითს, ვიდრე მამისას, რადგანაც მათ უფრო მტკიცე გრძნობები აკავშირებთ.ბოს 76.2
დედის აზრები და გრძნობები უძლიერეს გავლენას იქონიებს იმ მემკვიდრეობაზე, რომელსაც იგი შვილებს გადასცემს. თუ იგი ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ თავის აზრებზე, თავის ეგოისტურ საჭიროებებზე, თუ იგი ავი და მომთხოვნია, ეს აისახება მისი შვილის ხასიათზე. ამგვარად ბევრი იძენს ბოროტებისადმი თითქმის გამოუსწორებელ მიდრეკილებას. სულთა მტერს ეს მრავალ მშობელზე უკეთ ესმის. იგი აცდუნებს დედას, იცის რა, რომ, თუ იგი წინ არ აღუდგება მას, დედის მეშვეობით იგი შეძლებს გავლენა მოახდინოს მის შვილზე. დედის ერთადერთი იმედი ღმერთშია. მას შეუძლია მიმართოს ღმერთს ძალისა და მადლის მისაღებად და მისი ძალისხმევა არ იქნება ფუჭი.ბოს 76.3