Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    ერთგულება

    ქმარი და მამა უნდა ზრუნავდეს ერთგულად შეინახოს საქორწინო აღთქმა. იგი ვალდებულია მოიქცეს წინდახედულად, რათა არ შთააგონოს ახალგაზრდა გოგონებს ან გათხოვილ ქალებს რაიმე ისეთი, რაც არ ესადაგება ღმერთის მცნებათა მაღალ ნორმებს.ბოს 122.1

    ჩვენ ვხედავთ ბევრ დასახიჩრებულ ბედიღბალს იმის გამო, რომ ირღვევა ყოველი ოჯახის მყუდროების დამცველი კედლები, რომლებმაც მისი სისპეტაკე და სიწმინდე უნდა დაიცვან. როდესაც ქალი თავის ოჯახურ პრობლემაზე მოუთხრობს ან თავის ქმარზე საყვედურს ეუბნება სხვა მამაკაცს, იგი ამით ღალატობს ქმარს და არღვევს კედელს, რომელიც აღმართულია ოჯახის დასაცავად.ბოს 122.2

    თქვენ უნდა აკონტროლოთ თქვენი აზრები. ამის გაკეთება არ არის ადვილი; თქვენ ვერ გააკეთებთ ამას გადამჭრელი და მტკივნეული ძალისხმევის გარეშე. და მაინც, ეს მოვალეობა აწევს ყოველ ადამიანს. თქვენ პასუხს აგებთ ღმერთის წინაშე თქვენი აზრებისათვის. თუ თქვენ ეძლევით ფუჭ ოცნებებს, და გონებას უხამს თემებზე გამახვილების საშუალებას აძლევთ, მაშინ მნიშვნელოვანწილად დამნაშავენი ხართ ღმერთის წინაშე, ისევე, თითქოს თქვენი აზრები მოქმედებაში განხორციელებულიყოს. Êხოლოდ ხელსაყრელი შესაძლებლობის უქონლობა შეიძლება აღუდგეს წინ მოქმედებას.ბოს 122.3

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents