Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    აჩრდილი სახლში

    ქმარი და მამა, რომელიც პირქუში, თავმოყვარე და მბრძანებლური ხასიათისაა, უბედურებას ანიჭებს არა მარტო თავის თავს, არამედ ოჯახის ყოველ წევრსაც უმწარებს ცხოვრებას. მისი ცოლი დამწუხრებული და ავადმყოფია. ბავშვები ნერვიულები იზრდებიან. ადრე თუ გვიან იგი მოიმკის ოჯახისადმი ასეთი დამოკიდებულების ნაყოფს.ბოს 67.2

    თუ თქვენ სისუსტედ თვლით იყოთ კეთილი, ყურადღებიანი და თანამგრძნობი და ფიქრობთ, რომ შელახავთ საკუთარ ღირსებას, თუ ცოლს ალერსიანად, კეთილმოსურნეობით, სიყვარულით მოეპყრობით, მაშინ თქვენ არასწორი წარმოდგენა გაქვთ ჭეშმარიტ ვაჟკაცობაზე და ღირსებაზე.ბოს 67.3

    ჩვევა, მიატოვოთ კეთილი საქმეები დაუმთავრებელი, არის სისუსტის გამოვლენა და ხასიათის ნაკლი.ბოს 68.1

    იმას, რასაც თქვენ სისუსტედ მიიჩნევთ, ღმერთი ჭეშმარიტ თავაზიანობად თვლის.ბოს 68.2

    ქმრებო, მიეცით ცოლებს შესაძლებლობა იცხოვრონ სულიერი ცხოვრებით, ნუ მოელით ძალზე ბევრს თქვენი მეუღლისა და ბავშვებისგან. ნუ განიკითხავთ. თუ თქვენ, ინარჩუნებთ რა მხნე, მხიარულ სულს, ესაუბრებით მათ მეგობრულად და ალერსიანად, მაშინ თქვენ ამგვარად ნათელი შემოგაქვთ თქვენს სახლში მწუხარებისა და უბედურების ღრუბლების ნაცვლად. დაუფიქრდით თქვენს დამოკიდებულებას ცოლისადმი. თქვენ ძალიან დიდ ანგარიშს უწევთ საკუთარ აზრს, მისდევთ უკიდურესობას და არ გსურთ რომ ცოლის თვალსაზრისს ჰქონდეს გავლენა? არ გრძნობთ პატივისცემას ცოლისადმი და არ ასწავლით ბავშვებს პატივი სცენ მის აზრს? არ ექცევით მას როგორც თანასწორს, არამედ ცდილობთ ხელში აიღოთ მმართველობის სადავეები და მტკიცედ ჩაეჭიდოთ მათ? მაშინ აუცილებელია საკუთარ თავში განავითაროთ სინაზე და თანაგრძნობა.ბოს 68.3

    თუ ქმარი თავისი ცოლის მიმართ დესპოტური, მომთხოვნი და კრიტიკულია, იგი ვერ დაიმსახურებს მის პატივისცემასა და სიყვარულს და ცოლქმრული ურთიერთობა ცოლისთვის საძულველი გახდება. მას არ ეყვარება ქმარი, რადგანაც მას არ სურს გახდეს მისი კეთილი მეგობარი.ბოს 68.4

    ქმრები უნდა იყვნენ მზრუნველნი, ყურადღებიანნი, ურყევნი, ერთგულნი, თანამგრძნობნი. მათ მართებთ სიყვარულისა და თანაგრძნობის გამჟღავნება. თუ ქმარს კეთილშობილური ხასიათი, წრფელი გული, ამაღლებული გონება აქვს, იგი გააბედნიერებს ოჯახურ ურთიერთობებს.ბოს 68.5

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents