Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    შეეცადეთ მიმზიდველად გამოიყურებოდეთ

    ზოგიერთი ცოლი და დედა, ალბათ, თვლის, რომ არა აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ გამოიყურება იგი, როდესაც სახლში შრომობს, სადაც მას მხოლოდ ქმარი და ბავშვები ხედავენ, თუმცა გარეთ გასასვლელად გემოვნებით იცვამს. განა ქმრისა და ბავშვების აზრი და სიყვარული უფრო მეტად არ უნდა იყოს შეფასებული, ვიდრე უცხო ხალხის ან მეგობრების თვალთახედვა? ყოველი ცოლისა და დედისათვის ქმრის და ბავშვების აზრი უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე ყველა სხვა ადამიანის თვალსაზრისი.ბოს 82.1

    თუ დედები თავს უფლებას აძლევენ სახლში ატარონ უსუფთაო ტანსაცმელი, ამით შვილებს ასწავლიან იყვნენ ასეთივე არააკურატულნი. ბევრი დედა თვლის, რომ სახლისთვის გამოდგება ნებისმიერი ტანსაცმელი, თუნდაც იგი ჭუჭყიანი და გაცვეთილი იყოს. ბავშვები ადარებენ თავისი დედების შეუხედავ ტანსაცმელს იმათ ტანსაცმელს, ვინც ყოველთვის სუფთად იცვამს და მათი პატივისცემა მისადმი სუსტდება.ბოს 82.2

    ატარეთ ტანსაცმელი, რომელიც გიხდებათ. ამით თქვენ მოიპოვებთ თქვენი შვილების კიდევ უფრო მეტ პატივისცემას. თვალყური ადევნეთ იმას, რომ მათაც სათანადოდ ჩაიცვან. არ მისცეთ ნება მიეჩვიონ ბინძურად გამოიყურებოდნენ.ბოს 83.1

    შეეცადეთ გამოიყურებოდეთ მიმზიდველად, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მაგრამ არა სამკაულების ხარჯზე, არამედ ჩაიცვით სუფთა, კარგად შეკერილი ტანსაცმელი. ასე თქვენ გამუდმებით მიაჩვევთ ბავშვებს სისუფთავეს. შვილების სიყვარული და პატივისცემა უმაღლესი ფასეულობა უნდა იყოს ყოველი დედისთვის. ტანსაცმელი, რომელსაც ისინი დედაზე ხედავენ, მათ სიფაქიზესა და წესრიგს უნდა ასწავლიდეს და მათ გონებაში სისუფთავეს უნდა უკავშირდებოდეს. ყველაზე პატარა ბავშვებსაც კი აქვთ ჰარმონიის გრძნობა, წარმოდგენა საგანთა შესატყვისობაზე; როგორ შეიძლება ჩავუნერგოთ მათ სისუფთავისა და აკურატულობის მოთხოვნილება, როცა ისინი ყოველდღე ხედავენ უსუფთაო ტანსაცმელსა და დაულაგებელ ოთახებს? წესრიგი და სისუფთავე - ეს ზეცის წესია და იმისათვის, რომ შევესატყვისებოდეთ ამ ღვთიურ მოთხოვნებს, ჩვენ ვალდებულნი ვართ გამოვიყურებოდეთ სუფთად და მიმზიდველად.ბოს 83.2

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents