Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    ქრისტე განქორწინების შესახებ

    იესო ქრისტეს დროს, ქმარს, თავისი გულქვაობის გამო, ნებისმიერი უმნიშვნელო მიზეზით შეეძლო გაყროდა ცოლს ან, თუ იგი აუცილებლად თვლიდა, განეშორებინა იგი შვილებთან და გაეგდო. ეს დიდ სირცხვილად ითვლებოდა და ხშირად, უარყოფილი ქალი ძალზე იტანჯებოდა ამის გამო. ეს წესჩვეულება დიდ უბედურებათა და ცოდვათა მიზეზი გახდა. მთაზე ქადაგებისას იესომ ნათლად ახსნა, რომ ცოლქმრული ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზი შეიძლება იყოს მხოლოდ საქორწინო აღთქმის ღალატი. “მე კი გეუბნებით თქვენ: ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე, იგი მას მრუშად აქცევს. ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს” (მათ.5:32).ბოს 123.3

    იესო მოვიდა ჩვენს წუთისოფელში, რათა შეცდომები გამოესწორებინა და ადამიანში ღმერთის ზნეობრივი სახე აღედგინა. ადამიანებს უფლება არა აქვთ თავისთვის თვითონ დაადგინონ კანონის ნორმები, რათა გააუქმონ ღმერთის რჯული და აამონ საკუთარ სურვილებს. ღმერთმა დაასახელა მხოლოდ ერთი მიზეზი, რომლის საფუძველზეც ცოლს შეუძლია დატოვოს თავისი ქმარი ან ქმარს შეუძლია დატოვოს ცოლი, - ეს არის მრუშობა.ბოს 124.1

    ცოლი კანონების თანახმად შეიძლება ოფიციალურად გაყრილი იყოს ქმართან და უზენაესი კანონით ღმერთისათვის მაინც გათხოვილ ქალად რჩებოდეს. შეიძლება ქვეყნის კანონები უშვებდეს კიდეც განქორწინებას, ყოფილი მეუღლეები მაინც ცოლქმარი არიან ბიბლიის ნათელში, ღვთის რჯულის შესაბამისად.ბოს 124.2

    ქმარი და ცოლი უნდა განამტკიცებდნენ თავიანთ თავში ერთმანეთისადმი პატივისცემასა და სიყვარულს. მათ თვალყური უნდა ადევნონ თავიანთ სიტყვებს და საქციელს, რათა არ იყოს თქმული ან ჩადენილი რაღაც, გაღიზიანების ან წყენის გამომწვევი. მეუღლეებიდან თითოეული უნდა ზრუნავდეს მეორეზე და გააკეთოს ყველაფერი, რისი ძალაც შესწევს, რათა განამტკიცოს ურთიერთსიყვარული. სიყვარულითა და სიკეთით შეასრულეთ თქვენი ცოლქმრული მოვალეობები. თქვენ ორივენი უნდა ფიქრობდეთ იმაზე, როგორ იქცეთ ერთ მთლიანობად. სათნოებასა და სინაზეს შეუძლია თქვენი ცხოვრების საოცრად შეცვლა.ბოს 124.3

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents