როგორ შევინარჩუნოთ ოჯახის ერთობა
ოჯახური წრე აუცილებლად უნდა ჩავთვალოთ წმინდა ადგილად, ზეცის სიმბოლოდ.
ყოველი ოჯახი - ეს არის წმინდა წრე, რომელიც უნდა დავიცვათ გარეშე შემოსევისაგან. ცოლი და ქმარი ერთმანეთისათვის უნდა იყვნენ ყველაფერი. ცოლი არ უნდა უმალავდეს ქმარს არანაირ საიდუმლოს, რომელსაც იგი სხვას უზიარებს, ასევე ქმარსაც არ უნდა ჰქონდეს რაიმე დამალული ცოლისაგან, რასაც იგი გარეშე პირებს მოუთხრობს. ცოლის გულში დამარხული უნდა იყოს ქმრის ნაკლოვანებანი, ქმრის გულში - ცოლის ნაკლოვანებანი. მეუღლეებმა არასოდეს უნდა მისცენ თავს უფლება იხუმრონ ისე, რომ შეეხონ მეორის გრძნობებს. ცოლმა და ქმარმა ვინმე ნაცნობთაგანს ხუმრობითაც კი არასოდეს უნდა შესჩივლონ ერთმანეთის შესახებ, რადგანაც ასეთი, თითქოს უწყინარი ხუმრობა მხოლოდ უსიამოვნებებს მოუტანს ორივეს და შესაძლებელია მას გაუცხოებაც კი მოჰყვეს.ბოს 40.1
ოჯახი აუცილებლად უნდა ჩავთვალოთ წმინდა ადგილად, ზეცის სიმბოლოდ, სარკედ, რომელში ვხედავთ საკუთარ გამოსახულებას. მეგობრები და ნაცნობები არ უნდა ჩაერიონ ოჯახურ ცხოვრებაში. მეუღლეები მტკიცედ უნდა იყვნენ დარწმუნებულნი იმაში, რომ ისინი სავსებით ეკუთვნიან ერთმანეთს, რაც მათ თავისუფლების, სიმშვიდისა და ნდობის შეგრძნებას აძლევს.ბოს 40.2
თვალყური ადევნეთ, რათა უთანხმოების სულმა არ შემოაღწიოს ოჯახში. თუ თქვენ ერთობისაკენ ისწრაფვით, უთანხმოება აღმოფხვრილი იქნება და ოჯახში კვლავ სიყვარული გამეფდება. ქმარს და ცოლს უნდა ახსოვდეთ, რომ მათ შეუძლიათ წინსვლა და არ უნდა გაწირონ თავი უბედური არსებობისათვის წამოჭრილი უთანხმოებების გამო. ის, ვინც დაუშვებს უმნიშვნელო შეუთანხმებლობასაც კი, ბოროტ ძალებს შეუშვებს თავის სახლში.ბოს 40.3