შვილებს სიყვარულით უხელმძღვანელეთ
მე არაერთხელ დავკვირვებივარ, რომ გაცილებით ეფექტური ოჯახური მმართველობა უხეში სიტყვისა და ავი გამოხედვის გარეშე ხორციელდება. მაშინ შვილები მშობლების გზით მიდიან და იშვიათად ესაუბრებიან ერთმანეთს უხეში ტონით. მე ვიყავი სხვა ოჯახებშიც, სადაც ხშირად ისმოდა უკმეხი საყვედურები და ხდებოდა სასტიკი სასჯელით დასჯა. შვილები მშობლების მაგალითს იქაც ბაძავდნენ და ავი სიტყვები, საყვედურები და კამათი დილიდან დაღამებამდე გაისმოდა.ბოს 110.3
საჭიროა იმ სიტყვების შეკავება, რომლებიც აფრთხობს, ბადებს შიშს და კლავს სიყვარულს ადამიანთა გულებში.ბოს 111.1
უხეში სიტყვები ასასტიკებს ხასიათს და კოდავს ბავშვთა გულებს და ზოგიერთ შემთხვევაში ძნელია ამ ჭრილობების მორჩენა.ბოს 111.2
ბავშვები გრძნობენ მცირე უსამართლობასაც კი და ზოგიერთს ეს ისე თრგუნავს, რომ ისინი ყურადღებას არ აქცევენ ხმამაღალ, გაბრაზებულ ხმას, რომელიც უბრძანებთ მათ და არ ეშინიათ დასჯის მუქარისა. უმნიშვნელო შეცდომისთვის ბავშვების ძალზე მკაცრად გაკრიტიკება სახიფათოა. უსაზღვროდ სასტიკ კრიტიკას, ძალზე მკაცრ წესებს ყველა საფუძვლის უპატივცემლობამდე მივყავართ და მალე ამდაგვარად აღზრდილი ბავშვები მსგავს უპატივცემლობას ნებისმიერი კანონების მიმართ გამოამჟღავნებენ.ბოს 111.3
ყველაფერი თავის კვალს ტოვებს ახალგაზრდა გონებაში. Çსინი სწავლობენ სახის გამომეტყველებას, უსმენენ ხმას და ზუსტად იმეორებენ უფროსების ქცევის მანერებს. ფიცხი და ავი მამები და დედები თავიანთ შვილებს ცუდ გაკვეთილებს აძლევენ და შემდგომში ეს მშობლები ამქვეყნად ყველაფერს მისცემდნენ, ოღონდ ბავშვები განთავისუფლებულიყვნენ მსგავსი დარიგებებისგან. Êხოლოდ ზნეობრივი ცხოვრებით და თავდაჭერილობის გამომჟღავნებით შეუძლიათ მშობლებს შვილების ხასიათის ჩამოყალიბება.ბოს 111.4
ბავშვები მგრძნობიარე, მოყვარული ბუნების ადამიანები არიან. ადვილია მათი გახარება და ასევე ადვილია მათი წყენინება. როდესაც ალერსიანად არიგებენ თავიანთ შვილებს ნაზი სიტყვების და კეთილი საქმეების საშუალებით, დედებს შეუძლიათ მათი გულის გაერთიანება თავიანთ გულთან. ისაუბრეთ მშვიდად, იმოქმედეთ წინდახედულად და აუცილებლად შეასრულეთ დანაპირები.ბოს 111.5
თქვენ ასმაგად მოგეზღვებათ თქვენი შვილების სიყვარულისთვის. გაიზიარეთ მათთან ერთად მათი ბავშვური გართობები, სიხარული და დარდი. მათთვის სასიამოვნო იქნება იმის გაცნობიერება, რომ მშობლები დაინტერესებულნი არიან მათთან ურთიერთობით და მონაწილეობას ღებულობენ მათ თამაშებსა და გართობებში, რომლებიც აკაჟებს მათ ჯანმრთელობას და ახანგრძლივებს სიცოცხლეს. არასოდეს წარდგეთ ბავშვების წინაშე წარბშეკრულნი და არ წარმოთქვათ უხეში სიტყვები. ღმერთი აღნიშნავს ყველა ამ სიტყვას თავისი ჩანაწერების წიგნში. თქვენი შვილი არ არის თქვენი საკუთრება; თქვენ არ შეგიძლიათ მოექცეთ მას როგორც გსურთ, იმიტომ, რომ იგი ღმერთს ეკუთვნის.ბოს 112.1