Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    მშობლებისადმი ნდობა

    პატარებს უყვართ მეგობრული ურთიერთობა და იშვიათად არიან კმაყოფილნი, როდესაც მარტონი რჩებიან. მათ სწყურიათ თანაგრძნობა და სიკეთე. ის, რაც მსიამოვნებს მე, სასიამოვნო იქნება დედისთვისაც, - თვლიან ისინი და, ბუნებრივია, თავიანთი პატარა სიხარულით მასთან მიდიან. ნუ დაკოდავთ პატარას მგრძნობიარე გულს იმისადმი გულგრილობით, რაც თქვენ უმნიშვნელო რამედ გეჩვენებათ, მაგრამ დიდად მნიშვნელოვანია მისთვის. თქვენი სიმპათია და თანაგრძნობა ფასდაუდებელია. კეთილი გამოხედვა, გამამხნევებელი სიტყვები და შექება, როგორც მზის ნათელი, აცისკროვნებს მის გულს და ყველას აბედნიერებს ოჯახში.ბოს 46.2

    წაახალისეთ ბავშვები მოგენდონ და გაგიზიარონ თავიანთი დარდი, ყოველდღიური, პატარა უსიამოვნებები და განცდები. ფრთხილად დაარიგეთ და გაუხსენით თქვენი გული. ეს კრიტიკული დროა ბავშვებისათვის. ისინი განიცდიან სხვადასხვაგვარ ზეგავლენას, რომლებიც თქვენთან დაცილების საფრთხეს უქმნის მათ და რომლებსაც თქვენ უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა. შეეცადეთ, რომ იყოთ თქვენი შვილის ნდობით აღჭურვილი პირი.ბოს 46.3

    ბავშვები ბევრ განსაცდელს აიცილებდნენ თავიდან, მშობლებთან უფრო ახლო ურთიერთობაში რომ იმყოფებოდნენ. მშობლებმა უნდა წაახალისონ შვილების მიდრეკილება გულღია და გულწრფელნი იყვნენ მათთან; მათთან მივიდნენ თავიანთი სიძნელეებითა და მათთან ეძიონ დახმარება, როდესაც რამით არიან შეწუხებულნი; როდესაც სწორ გადაწყვეტილებას ეძებენ, მშობლებს ისე მოუთხრონ პრობლემა, როგორც თვითონ ხედავენ მას და მშობლებს სთხოვონ რჩევა. კიდევ ვის შეუძლია შეამჩნიოს საფრთხე, რომელიც ბავშვებს ემუქრება და მიუთითოს მათ მასზე, თუ არა მოსიყვარულე მშობლებს? კიდევ ვის შეუძლია ისე გაიგოს ბავშვის ხასიათის თავისებურებანი, როგორც მათ? დედა, რომელიც შვილების განვითარებას ჩვილი ყრმის ასაკიდან აკვირდება, იცნობს მათ ბუნებრივ მიდრეკილებებს და ამიტომაც, შეუძლია მისცეს მათ საუკეთესო რჩევა.ბოს 47.1

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents