Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თუ თქვენ ცოტა დრო გაქვთ

    “არ მაქვს დრო, ამბობს მამა, - მე არ მაქვს დრო აღვზარდო ჩემი შვილები, არ მაქვს დრო საზოგადოებრივი და ოჯახური სიხარულისთვის”. მაშინ ჩვენ არ უნდა ვიკისროთ პასუხისმგებლობა ოჯახზე. როდესაც ბავშვებს უარს ეუბნებით იმ დროზე, რომელიც კანონით მათ ეკუთვნით, თქვენ აკლებთ მათ აღზრდას, რომელიც მათ თქვენგან უნდა მიიღონ. მამა ვალდებულია დედასთან ერთად იშრომოს ბავშვის ხასიათის ფორმირებაზე.ბოს 47.2

    ბევრი დედა გამოთქვამს საყვედურს: “არ მაქვს დრო, ვიყო ჩემს შვილებთან”. მაშინ, ღვთის გულისათვის, ნაკლები დრო დახარჯეთ საკუთარ თავზე. შეიძლება უგულებელყოთ მორთულმოკაზმულობა, კოსმეტიკა, სტუმრად სიარული, სხვადასხვაგვარი კერძების მომზადება, მაგრამ არასოდეს, არასოდეს უგულებელყოთ თქვენი შვილები. დაე, ნურაფერი ჩადგება თქვენსა და თქვენს შვილებს შორის.ბოს 48.1

    დატვირთულნი მრავალი საზრუნავით, დედები დროდადრო აცნობიერებენ, რომ მათ არ შეუძლიათ იპოვონ დრო, მოთმინებით ასწავლონ შვილებს, არ შეუძლიათ გამოავლინონ მათდამი სიყვარული და თანაგრძნობა. მაგრამ მათ უნდა ახსოვდეთ: თუ ბავშვები თავიანთ მშობლებთან ვერ პოვებენ იმას, რასაც თანაგრძნობისა და ურთიერთობის წყურვილის დაკმაყოფილება შეუძლია, მაშინ ისინი მიმართავენ სხვა წყაროებს, სადაც მათი გონება და ხასიათი შეიძლება საფრთხეში ჩავარდეს.ბოს 48.2

    დაუთმეთ ბავშვებს თავისუფალი დროის რამოდენიმე საათი, გაერთიანდით მათთან მათ საქმეებში და გართობაში, მოიპოვეთ მათი ნდობა, მიაღწიეთ მათთან მეგობრობას. გადადეთ საზრუნავი, განვლილი დღის გაუგებრობები და ფიქრები და დაუთმეთ საღამო თქვენს ოჯახს.ბოს 48.3

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents