Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    წინასიტყვაობა

    თანამედროვე საზოგადოება დაბნეულია. ადამიანებმა არ იციან, თუ რას დაეყრდნონ თავიანთ ცხოვრებაში. მათ არ ძალუძთ განსაზღვრონ ცხოვრებისეული ფასეულობები და პრიორიტეტები, რადგანაც დღეს ბევრისთვის აბსოლუტური ჭეშმარიტება სრულებითაც არ არსებობს. მათთვის ყველაფერი წარეცხილი და ფარდობითია, არაფერია მარადიული და წარუვალი.ბოს 3.1

    ჩვენი საზოგადოება ცვლილებებს განიცდის და ეს სერიოზულად აისახება ბევრ თანამედროვე ოჯახზე. ცხოვრების დინება აჩქარდა, ყოველდღიური საქმეების მორევში ადამიანები ივიწყებენ ეთიკურ და მორალურ ფასეულობებს, იმ საფუძვლებსა და პრინციპებს, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია მშვიდობიანი, ბედნიერი, სიხარულისა და კურთხევის მომტანი ცხოვრება.ბოს 3.2

    წიგნი, რომელიც თქვენ ხელთ გაქვთ, გაგიმხელთ ბედნიერი ოჯახური ცხოვრების პრინციპებს. ისინი ღმერთის მიერ იყო მოცემული და ამიტომაც არასოდეს დაკარგავს თავის აქტუალობას. ისინი უცვლელია როგორც დედამიწის ძველ ბინადართათვის, ასევე ჩვენთვის, კომპიუტერულ საუკუნეში მცხოვრები ადამიანებისთვის.ბოს 3.3

    საკუთარი ოჯახური ბედნიერების აგება შეიძლება მხოლოდ მყარ საფუძველზე - ქრისტიანულ ფასეულობებზე.ბოს 3.4

    ავტორი ოჯახურ ურთიერთობათა მრავალგვარ ასპექტს განიხილავს წმ. წერილის თვალსაზრისით, რომელიც საიმედო, დროით გამოცდილი სიბრძნის წყაროა. ღმერთმა, რომელმაც თავის მსგავსად შეგვქმნა, როგორც არავინ სხვამ, იცის ჩვენი შინაგანი სამყარო, საჭიროებანი და მოთხოვნილებანი. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მივყვეთ მის ბრძნულ რჩევებსა და დარიგებებს და დავტკბეთ ჭეშმარიტად სრულფასოვანი ცხოვრებით.ბოს 3.5

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents