Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    პირობების უბრალოება

    მყუდრო სახლი სრულებითაც არ უნდა იყოს ზედმეტად მორთული. კარგად განათებული და განიავებული ოთახები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველაზე ძვირფასი მორთულობანი. დაე, სევდისმომგვრელი სიმკაცრის ნაცვლად ნივთებში იგრძნობოდეს სასიამოვნო მრავალფეროვნება. სავარძლები ან სკამები ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ ოჯახის ყოველმა წევრმა შეძლოს მოხერხებულად გამოიყენოს ისინი. ყველაფერი აკურატული და მიმზიდველი უნდა იყოს, მაგრამ განლაგებაში იმ სიმკაცრის გარეშე, რომელიც თითქოს გაფრთხილებთ: არაფერს შეეხოთ.ბოს 33.1

    გადამეტებული სიმკაცრე და წესრიგი, რაც მრავალი სახლის არასასიამოვნო განსაკუთრებულობაა, არ ესადაგება ბუნების დიად გეგმას. ღმერთს არ უბრძანებია, რომ მინდვრის ყვავილები სწორი ფორმის, ბორდიურებით შემოსაზღვრულ კლუმბებზე გაზრდილიყო, არამედ, ძვირფასი ქვების მსგავსად, კორდზე მიმოფანტა და ისინი მიწას ფორმათა და ფერთა მრვალფეროვნებით ამშვენებენ. ხეები, რომლებიც ტყეში იზრდება, არ არის განლაგებული სწორ რიგად. სიხარულისა და სიმშვიდისათვის უმჯობესია ბუნების სურათების, ტყეების, გორაკებისა და მინდვრების, ხეობებისა და მდინარეების ჭვრეტა, იმ ფორმათა და ფერთა მრავალფეროვნებით ტკბობა, რომლებიც ხეებს, ბუჩქებსა და ყვავილებს ბუნებრივ ბაღნარად აქცევს და პეიზაჟს მომხიბვლელს ქმნის. ბავშვებმა, ახალგაზრდებმა და მოხუცებმა აქ შეიძლება მოიპოვონ სიმშვიდე და კმაყოფილება.ბოს 33.2

    მრავალფეროვნების ამ კანონს გარკვეულწილად შეიძლება ოჯახშიც მივდიოთ. საცხოვრებლის ინტერიერში უნდა იყოს ფერთა ჰარმონია და საგანთა საერთო შესატყვისობა; მაგრამ ოთახში ავეჯის ყველა საგნის მსგავსება დიზაინის, მასალისა და გადასაკრავის მხრივ სულაც არ მეტყველებს კარგ გემოვნებაზე; პირიქით, თვალს ჰარმონიული მრავალფეროვნება უფრო სიამოვნებს.ბოს 34.1

    მაგრამ, მოკრძალებულია თუ რჩეული სახლი, მდიდარი თუ ღარიბი პირობებით, მის კედლებში არ იქნება ბედნიერება, თუკი მის ბინადართა სული თანხმობაში არ იმყოფება ღვთის ნებასთან. სახლში სიხარული უნდა სუფევდეს. არ არის აუცილებელი ფუფუნება და ძვირადღირებული პირობები იმისათვის, რომ ბავშვები საკუთარ სახლში ბედნიერნი და კმაყოფილნი იყვნენ, მაგრამ მთავარია, მშობლებს ნაზად უყვარდეთ ისინი და დაუღლელად ზრუნავდნენ მათზე. ოთხი კედელი და ავეჯი არ აქცევს ოჯახს “სახლად”, თუ მასში ურთიერთგაგება და სიყვარული არ სუფევს.ბოს 34.2

    უბრალოება, სიკეთე და ჭეშმარიტი სიყვარული ყველაზე მოკრძალებულ სახლსაც კი სამოთხედ აქცევს. უმჯობესია ბინის მოუხერხებლობის მხნედ გადატანა, ვიდრე სიმშვიდისა და სიხარულის დაკარგვა.ბოს 34.3