Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    ედვარდ კოკი

    ჩვენი წინაპრების პირველი სახლი უნდა ყოფილიყო საცხოვრებელი ბინის ნიმუში მათი შვილებისათვის, როდესაც ისინი სხვადასხვა ადგილზე დასახლდებოდნენ და აღავსებდნენ ქვეყანას. ეს სახლი, მორთული თვით ღმერთის ხელით, არ იყო დიდებული სასახლე. ხალხი შეხარის უზარმაზარ და ძვირფას ნაგებობებს და ამაყობს თავისი ხელის ნამოქმედარით; მაგრამ ღმერთმა ადამი ბაღში მოათავსა. ეს იყო მისი საცხოვრებელი ბინა. ცისფერი ზეცა იყო მისი სახლის თაღი; დედამიწა, ფაქიზი ყვავილებისა და მწვანე ბალახის ხალიჩით, იყო იატაკი; ლამაზი ხეების ხშირი ფოთლები მას კარვის მაგივრობას უწევდა. სამოთხის სახლის კედლები იყო დიდებული, შესანიშნავად მორთული დიდი ოსტატის ხელით. ეს ყოველი დროის ადამიანებისთვის მაგალითი უნდა იყოს, მათ უნდა ისწავლონ აქედან, რომ ბედნიერება მიიღწევა არა სიამაყის წაქეზებით ან სიმდიდრის შეძენით, არამედ ღმერთთან ურთიერთობით.ბოს 26.1

    იესო მოვიდა ამ ქვეყნად, რათა აღესრულებინა უდიდესი საქმე, რომელიც ოდესმე წამოუწყია ადამიანს. იგი მოვიდა როგორც ღვთის მოციქული, იმ მიზნით, რომ ეჩვენებინა ჩვენთვის, როგორ უნდა ვიცხოვროთ, რათა მივაღწიოთ ბედნიერებას. რა პირობები შეუქმნა ყოვლისშემძლე მამამ თავის ძეს? განმარტოებული სახლი გალილეის მთებში; ოჯახი, რომელიც თავს ინახავდა პატიოსანი, საკუთარი ღირსების გრძნობის მიმცემი შრომით; უბრალო ცხოვრება; ყოველდღიური ბრძოლა სიძნელეებთან და უბედურებასთან; თავგანწირვა, მომჭირნეობა და შეუპოვარი, სიხარულით აღსავსე მსახურება; დედის გვერდით, გაშლილ გრაგნილთან წმ. წერილის - გამოკვლევაში გატარებული საათები; განთიადის მყუდროება და ბინდი მწვანე ხეობაში; ბუნებისადმი წმინდა მსახურება; ფიქრი ქმნილებასა და განგებაზე და ურთიერთობა ღმერთთან - ასეთი იყო იესო ქრისტეს ცხოვრების პირობები მისი ცხოვრების ადრეულ წლებში.ბოს 26.2

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents