Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებანი

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    პირველი ქორწინება

    ღმერთმა აკურთხა პირველი ქორწინება. ამგვარად, ამ დადგენილების ავტორი სამყაროს შემოქმედია. ქორწინება წარმოადგენს ართერთ პირველ საჩუქარს, რომელიც ღმერთმა ადამიანს მიართვა და ერთერთ დადგენილებას, რომელიც ცოდვით დაცემის შემდეგ ადამმა სამოთხის კარიბჭის მიღმა თან გამოიტანა.ბოს 10.1

    როდესაც ადამიანები ღებულობენ ღვთიურ პრინციპებს ქორწინების შესახებ და ემორჩილებიან მათ, ქორწინება მათთვის კურთხევად იქცევა; იგი ეხმარება მათ შეინარჩუნონ ზნეობრივი სისუფთავე და ადამიანთა მოდგმის ბედნიერება, იგი აკმაყოფილებს საზოგადოებრივ მოთხოვნილებებს და ყოველმხრივ აღამაღლებს ადამიანებს.ბოს 10.2

    ადამი გარემოცული იყო ყველაფრით, რაც კი შეიძლება მოესურვებინა მის გულს. ყოველგვარი მისი მოთხოვნილება კმაყოფილდებოდა. არ იყო ცოდვა, არც ჭკნობის ნიშანი მშვენიერ ედემში. ღვთის ანგელოზებს თავისუფალი და ნაზი ურთიერთობა ჰქონდათ წმიდა წყვილთან. ადამიანი შემოქმედის ყველაზე მშვენიერი ქმნილება იყო.ბოს 10.3

    ადამს დავალებული ჰქონდა მოევლო ბაღისთვის. ადამიანის ბედნიერება რომ უმოქმედობაში ყოფილიყო, იგი თავის წმიდა უცოდველობის მდგომარეობაში არავითარი საქმით არ იქნებოდა დაკავებული. მაგრამ მან, ვინც შექმნა ადამიანი, იცოდა, რომ საქმეს შეუძლია იგი ბედნიერი გახადოს.ბოს 11.1

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents