Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents

პატრიარქები და წინასწარმეტყველები

 - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 44 - იორდანეზე გადასვლა

    იესო ნავეს ძე 1:1-5:12

    დიდად იგლოვეს თავიანთი გარდაცვლილი წინამძღოლი ისრაელიანებმა. დანსაკუთრებული მსახურება მიუძღვნეს ოცდაათი დღის განმავლობაში. მხოლოდ ახლა, როცა მოსე აღარ იყო მათთან, დააფასეს მისი ბრძნული რჩევები, მამაშვილური სიყვარული და ურყევი რწმენა. ახლებურად, ღრმა გაგებით ეკიდებოდნენ მის ძვირფას მოძღვრებას, თავის სიცოცხლეში ასე უხვად რომ უძღვნიდა ყველას.პწ 313.1

    მოკვდა მოსე, მაგრამ კვლავაც თავის ხალხთან იყო. მისი წმიდა, უანგარო ცხოვრება დიდხანს უნდა დარჩენილიყო ადამიანთა მეხსიერებაში და უტყვად, მაგრამ მტკიცედ უნდა შეეღწია მათ გულშიც კი, ვინც წინასწარმეტყველის სიცოცხლეში მის სიტყვებს არაფრად აგდებდა. სოგორც ჩამავალი მზის სხივები კვლავ დიდხანს აშუქებს მთის მწვერვალებს, ასევე დიდხანს ანათებს დაცემულ წუთისოფელს წმიდანთა კეთილშობილური საქმეები. თუმცა ისინი დიდი ხანია აღარ არიან, მარადიულია მათი საქმეები, სიტყვები და მაგალითი: “საუკუნოდ გასახსენებლად იქნება მართალი” /ფს. 111:6/.პწ 313.2

    თუმცა ღრმად წუხდნენ ისრაელიანნი მოსეს დაკარგვას, მაგრამ უფლისგან მიტოვებულად არ გრძნობდნენ თავს. კვლავინდებურად ანათებდა საწმიდარს დღისით ღრუბლის სვეტი, ღამით - ცეცხლისა, იმის ნიშნად, რომ ღმერთი მუდამ დაიცავს და დაიფარავს თავის ხალხს, თუკი მის მცნებებს არ გადაუხვევს.პწ 313.3

    თავის ახალ წინამძღოლად ისრაელმა იესო ნავეს ძე აღიარა. მას გულად მეომრად სცნობდნენ და მისმა ამ ნიჭმა და ბრძოლისუნარიანობამ დიდი როლი შეასრულა ებრაელთა ისტორიაში. მამაცი, მედგარი, მტკიცე, სწრაფი, პატიოსანი, თავისი ხალხის კეთილდღეობისათვის ერთგული მებრძოლი და, უწინარეს ყოვლისა, უფლისადმი ცოცხალი რწმენის მქონე ადამიანი - აი, ასეთი იყო ის, ვინც უფალმა თავისი ხალხის წინამძღოლად აირჩია და აღთქმულ ქვეყანაში მისი შეყვანა დაავალა. მოსეს მარჯვენა ხელი იყო იესო ნავეს ძე, თავმდაბალი, ერთგული და ურყევი, რითაც ასე ძლიერ განსხვავდებოდა ირგვლივ მრავლად მყოფ უპრინციპო, მცირედმორწმუნე ადამიანებისაგან. მტკიცე რწმენას ინარჩუნებდა იგი ყოველი საშიშროებისას და, ამ შესაძლებლობათა გამო, იგი მანამ ითვლებოდა მოსეს მემკვიდრედ, სანამ ამაზე უფალი მიუთითებდა.პწ 313.4

    გაურკვევლობისა და მოუსვენრობის გრძნობა დაეუფლა იესო ნავეს ძეს. არ იყო დარწმუნებული, რომ შეძლებდა ამ საქმის გაძღოლას, მაგრამ გაუქარწყლა უფალმა შიში და გაამხნევა: “როგორც მოსესთნ ვიყავი, ასევე შენთან ვიქნები, არ გამოგეცლები და არ მიგატოვებ... შენ უნდა დაუმკვიდრო ამ ხალხს ის ქვეყანა, რომლის მიცემასაც შევპირდი მათ მამაპაპას”. “ყოველი ადგილი, სადაც კი თქვენი ფეხის ტერფი დაიდგმება, თქვენთვის მომიცია, როგორც ვუთხარი მოსეს”. ლიბანის მთებიდან ხმელთაშუა ზღვის ნაპირებამდე და ევფრატის უდიდეს მდინარემდე აღმოსავლეთით - ყველაფერი ისრაელის საკუთრება უნდა გამხდარიყო.პწ 313.5

    ასეთი სიტყვებით განუმტკიცა ეს აღთქმა უფალმა: “ოღონდ გამაგრდი და მტკიცედ დეგ მთელი რჯულის აღსრულებაში, რაც გიანდერძა მოსემ, ჩემმა მორჩილმა”. “ნუ გაქრება რჯულის ეს წიგნი შენი ბაგეებიდან, დღითა და ღამით ფიქრობდე მასზე”. “არ გადაუხვიო მისგან არც მარჯვნივ, არც მარცხნივ”, “რადგან მაშინ წარგემართება გზა და მაშინ გექნება წარმატება”.პწ 313.6

    ჯერ კიდევ იორდანეს აღმოსავლეთით იდგნენ ისრაელიანნი. პირველი დაბრკოლება ქანაანისკენ მიმავალ გზაზე სწორედ ეს მდინარე იყო. “ადექი, - ასეთი იყო იესოს მიმართ უფლის პირველი ბრძანება, - და გადალახე ეს იორდანე მთელი ერითურთ და შედი იმ ქვეყანაში, რომელიც მოგეცით თქვენ, ისრაელიანებს”. არაფერი თქმულა იმის შესახებ, თუ რომელი გზით უნდა ევლოთ. მაგრამ იესომ იცოდა: რაც არ უნდა ბრძანოს უფალმა, იგი მოუმზადებს თავის ხალხს გზას. ასე სწამდა ამ მამაც მეომარს და შეუდგა კიდეც სამზადისს.პწ 313.7

    კორდანეს მეორე მხარეს, ნაპირიდან რამდენიმე მილის დაშორებით, ზუსტად იმ ადგილის საპირისპიროდ, სადაც ისრაელიანთა ბანაკი იყო გაშლილი, ძლიერი და კარგად გამაგრებული ქალაქი იერიხონი მდებარეობდა. ჭეშმარიტად მთელი დედამიწის კარიბჭედ ითვლებოდა ეს ქალაქი - ებრაელთა წინაშე გადაულახავ კედლად აღმართული. ორი ახალგაზრდა კაცი გაგზავნა იესომ ქალაქის დასაზვერად. სურდა გაეგო, როგორ იყო გამაგრებული ქალაქი და ვინ ცხოვრობდა მასში. დიდი სიფრთხილითა და ეჭვით შეხვდა ამ უცხო ადამიანებს ქალაქის მოსახლეობა. ამიტომ, რა თქმა უნდა, მზვერავთ დიდი საფრთხე დაემუქრა. მაგრამ, ადგილობრივმა მკვიდრმა, რახაბმა საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით იხსნა ისინი. ნადლიერების ნიშნად მზვერავებმა აღუთქვეს, რომ ქალაქის აღებისას სიცოცხლეს შეუნარჩუნებდნენ მას.პწ 314.1

    მშვიდობით დაბრუნდნენ მზვერავები ბანაკში და ასე აუწყეს იესოს: “უფალს ჩაუგდია ჩვენს ხელში მთელი ეს ქვეყანა და ქვეყნის მკვიდრნიც დაშინებული ყოფილან ჩვენგან”. ვინაიდან იერიხონში მათ უთხრეს: “რადგან გვსმენია, როგორ ამოაშრო თქვენს წინაშე უფალმა მეწამული ზღვა, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით, რა უყავით ორ ამორეველ მეფეს, იორდანეს გაღმელთ, სიხონსა და ყოგს, რომელთაც მუსრი გაავლეთ. შევიტყვეთ და შეგვიდრკა გული, მხნეობა აღარავის შერჩა თქვენს გამო, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი ღმერთია მაღლა ცაში და დაბლა დედამიწაზე”.პწ 314.2

    ამის შემდეგ გაიცა ბრძანება, მომზადებულიყვნენ. საჭირო იყო სამი დღის საგზლის მომზადება, მეომრებისათვის კი - ბრძოლისათვის სამზადისი. ყველა სიხარულით ასრულებდა წინამძღოლის ბრძანებას, ერთგულებისა და მხარდაჭერის ნიშნად. “რაც გვიბრძანე, ყველაფერს შევასრულებთ და ყველგან წავალთ, სადაც კი გაგვგზავნი. როგორც მოსეს ვუჯერებდით, ისე შენ დაგიჯერებთ. ოღონდ უფალი, შენი ღმერთი, იყოს შენთან, როგორც მოსესთან იყო”.პწ 314.3

    დატოვა ისრაელმა თავისი ბანაკი შიტიმის აკაციების ხეობებში და იორდანეს საზღვრებისაკენ გაეშურა. მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ღვთიური დახმარების გარეშე მდინარეს ვერ გადალახავდნენ. წელიწადის ამ დროს, გაზაფხულზე, როცა მთებში თოვლი დნობას იწყებდა, მდინარე დიდდებოდა, ნაპირებზე გადმოდიოდა და მისი გადაცურვა შეუძლებელი იყო. ღმერთს სურდა, ისრაელის გადასვლა სასწაულად ქცეულიყო. იესოს მეშვეობით უბრძანა უფალმა ისრაელს, განწმედილიყო: მოენანიებინა ცოდვები და განბანილიყო. “რადგან ხვალ, - უთხრა მათ იესომ, - მოიმოქმედებს უფალი თქვენში სასწაულებს”. ერს წინ უნდა გაძღოლოდნენ მღვდლები აღთქმის კიდობნით ხელში. როგორც კი ხალხი დაინახავდა, რომ მღვდლებმა კიდობანი მაღლა ასწიეს და მდინარის მიმართულებით დაიძრნენ, უკან გაჰყვებოდა მათ. ეაწვრილებით აუხსნეს ისრაელიანთ მათი მდინარეზე გადასვლის ყოველი დეტალი. ასე გააფრთხილა ერი იესო ნავეს ძემ: “ამით დარწმუნდებით, რომ ცოცხალი ღმერთია თქვენს შორის და იგი აჰყრის თქვენგან ქანაანელებს... აჰა, მთელი ქვეყნის პატრონის აღთქმის კიდობანი თქვენს თვალწინ გადალახავს იორდანეს”.პწ 314.4

    დათქმულ დროს აღდგა მთელი ხალხი მღვდელთა ხელმძღვანელობით, რომელთაც ხელში აღთქმის კიდობანი ეპყრათ და გზას გაუდგა. ისრაელიანთ ებრძანათ, ნახევარი მილის მოშორებით გაჰყოლოდნენ აღთქმის კიდობანს. მთელი ყურადღების დაძაბვით ადევნებდა თვალს ხალხი, თუ როგორ დაეშვნენ მღვდლები იორდანეს ნაპირისაკენ; საკუთარი თვალით იხილეს, თუ როგორ გაბედულად შევიდნენ მღვდლები, კიდობნით ხელში, აქაფებულ, მღელვარე ტალღებში, როგორ დაუსველა ფეხები ძლიერმა ტალღამ. მაგრამ უცბად წყალი დინების საწინააღმდეგოდ აიწია მაღლა და უკან დაიხია, დაბლა კი კვლავ ჩვეულებრივად განაგრძო დინება. შუაში კი მდინარის ფსკერი გამოჩნდა.პწ 315.1

    უფლის ბრძანების თანახმად, მდინარის შუაგულში შედგნენ მღვდლები და ადგილიდან არ დაძრულან, სანამ ყველა მეორე მხარეს არ გადავიდა. და კვლავ დარწმუნდა ისრაელი, რომ იგივე ძალამ, რომელმაც იორდანეს წყლები შეაჩერა, გაყო მეწამული ზღვა მათი მამების წინაშე ორმოცი წლის წინათ. გავიდა ხალხი მდინარის დასავლეთ ნაპირზე და გაიტანა კიდობანიც. როგორც კი გადასვლა დამთავრდა და მღვდელმსახურებმა მიწაზე ფეხი დადგეს, ისევ თავის ადგილზე დაბრუნდა იორდანეს წყალი და იწყო დინება თავის კალაპოტში.პწ 315.2

    ყველა მომავალ თაობას კარგად უნდა დამახსოვრებოდა ეს უდიდესი სასწაული. როდესაც მღვდლები, რომელთაც კიდობანი ეჭირათ, იორდანეს შუაგულში შეჩერდნენ, ადრე არჩეულმა თორმეტმა თავკაცმა, თითომ ისრაელის თორმეტი შტოდან, მდინარის ფსკერიდან, იმ ადგილიდან, სადაც მღვდლები იდგნენ, თითო ქვა აიღო და მის დასავლეთ ნაპირზე გაიტანა. წეგლად უნდა აეგოთ ეს ქვები იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მათი პირველი დაბანაკების ნიშნად. ხალხს კი ებრძანა, თაობიდან თაობამდე გადაეცა უფლის მიერ წარმოგზავნილი ამ საოცარი გათავისუფლების ისტორია, რათა, იესო ნავეს ძის თქმით: “ყველა ხალხმა გაიგოს ამ ქვეყანაზე უფლის მარჯვენის ამბავი, რომ მაგარია იგი, რათა მუდამ გეშინოდეთ უფლის, თქვენი ღმერთისა”.პწ 315.3

    უდიდესი ზემოქმედება მოახდინა ამ სასწაულმა ებრაელებზეც და მათ მტრებზეც. იმის მტკიცებად მოევლინა იგი ისრაელს, რომ უფალი ღმერთი ყოველთვის მათ შორისაა, მუდამ დაიცავს მათ და ისევე იმოქმედებს იესო ნავეს ძის მეშვეობით, როგორც ამას მოსეს მეოხებით აკეთებდა. ისრაელიანნი დარწმუნებული უნდა ყოფილიყვნენ ამაში, რათა გამხნევებულიყვნენ აღთქმული მიწისათვის ბრძოლის დასაწყისში, იმ უდიდესი მიზნის განსახორციელებლად, რომელმაც ორმოცი წლის წინათ მათი მამების რწმენა შეარყია. ასე უთხრა უფალმა იესო ნავეს ძეს იორდანეზე გადასვლის წინ: „დღეიდან უნდა დავიწყო შენი განდიდება მთელი ისრაელის თვალში, რათა დარწმუნდნენ, რომ როგორც მოსესთან ვიყავი, ასევე ვიქნები შენთან”. აასრულა უფალმა ეს დაპირება. „იმ დღეს განადიდა უფალმა იესო მთელი ისრაელის თვალში და სიკვდილამდე ეშინოდათ მისი, როგორც მოსესი ეშინოდათ”.პწ 315.4

    მეზობელ ხალხებსაც უნდა ჰქონოდათ ღვთიური ძლიერების შიში, რათა უფრო ადვილად მოეპოვებინათ ისრაელიანთ მტერზე სრული გამარჯვება. შიშის ზარი დასცა ამორეველთა და ქანაანელთა მეფეებს ცნობამ იმის შესახებ, თუ როგორ შეაჩერა უფალმა იორდანეს წყლები ისრაელიანთა წინაშე. ებრაელებმა უკვე დაამარცხეს მიდიანელი ხუთი მეფე, ამორეველთა უძლიერესი მმართველი სიხონი და ბაშანის მეფე, ყოგი, ახლა კი იორდანეს აქაფე- ბულ, სწრაფ წყლებზე მათმა გადასვლამ დიდად შეაშფოთა ისინი. ქანაანელებმა, მთელმა ისრაელმა და თავად იესომაც კიდევ ერთხელ მიიღეს მტკიცე მოწმობა იმისა, რომ ცოცხალი ღმერთი, ცისა და დედამიწის ღმერთი კვლავ თავის ხალხთანაა; არასოდეს დატოვებს და დაივიწყებს მათ.პწ 315.5

    ებრაელთა პირველი დაბანაკება ქანაანელთა მიწაზე იორდანეს მახლობლად, მის ნაპირებთან მოხდა. აქ შეკრიბა იესო ნავეს ძემ და “წინდაცვითა ისრაელიანები”; “იდგნენ ბანაკად ისრაელიანები გილგალს და დაამზადეს პასექი”. კადეშის ამბოხების შემდეგ წინადაცვეთა არ ჰქონიათ ებრაელებს, რაც იმაზე მოწმობდა, რომ უფალთან დადებული აღთქმა, რომლის სიმბოლოსაც ის წარმოადგენდა, გაუქმდა. პასექის, იმ დღესასწაულის გაუქმება, რომელიც ხალხს მონობიდან გათავისუფლებას ახსენებდა, ნიშანი იყო უფლის უკმაყოფილებისა ისრაელის მიმართ იმის გამო, რომ მათ ტყვეობის ქვეყანაში დაბრუნების სურვილი გამოთქვეს. მაგრამ, ახლა განდგომილების წლები უკან დარჩა. კვლავ აღიარა უფალმა ისრაელი თავის ერად და აღთქმის ნიშანიც განახლდა. წინადაცვეთის წესი შეასრულა ყოველმა უდაბნოში დაბადებულმა ისრაელიანმა. და უფალმაც გამოუცხადა იესოს: “დღეს მოგწმინდეთ ეგვიპტის სირცხვილი”; ამის ნიშნად უწოდეს მათი დაბანაკების ადგილს “გილგალი”, რაც “მოხსნილს” ანუ “გადაგდებულს” ნიშნავს.პწ 316.1

    წარმართები ამტყუნებდნენ უფალსა და მის ხალხს იმაში, რომ ებრაელებმა, მოლოდინის მიუხედავად, ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, მაშინვე ვერ შეძლეს ქანაანის დასაკუთრება. გოროტი მტრები სიხარულით დასცინოდნენ მათ უდაბნოში ისრაელის ხანგრძლივი მოგზაურობის გამო და ხმამაღლა აცხადებდნენ, რომ ებრაელთა ღმერთმა ვერ შეძლო მათი აღთქმულ ქვეყანაში შეყვანა. ახლა კი საოცარი სასწაულებით გამოავლინა უზენაესმა თავისი ძლიერება და წყალობა თავისი ხალხის იორდანეზე გადასვლით და მტრებიც დადუმდნენ.პწ 316.2

    “თვის მეთოთხმეტე დღეს”, საღამოხანს, იერიხონის ველზე იზეიმეს პასექის დღესასწაული ისრაელიანებმა. “ჭამეს იმ ქვეყნის ნაყოფები პასექის მეორე დღეს - ხმიადები და ქუმელი - სწორედ ამ დღეს. შეწყდა მანანა მას შემდეგ, რაც ჭამეს ქვეყნის ნაყოფი. აღარ ჰქონდათ ისრაელიანებს მანანა და ჭამდნენ ქანაანის ქვეყნის მოსავალს იმ წელს”. უდაბნოში ხანგრძლივი, მტანჯველი ხეტიალის წლები დამთავრდა. და შევიდა ისრაელი უფლის მიერ აღთქმულ მიწაზე.პწ 316.3

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents