თავი 59 - ისრაელის პირველი მეფე
პატრიარქები და წინასწარმეტყველები
- Contents- თავი 1 - რატომ დაიშვა ცოდვა
- თავი 2 - სამყაროს შექმნა
- თავი 3 - ცდუნება და დაცემა
- თავი 4 - გამოსყიდვის გეგმა
- თავი 5 - კაენისა და აბელის გამოცდა
- თავი 6 - შეთი და ენოქი
- თავი 7 - წარღვნა
- თავი 8 - წარღვნის შემდეგ
- თავი 9 - შვიდდღიანი კვირის ჭეშმარიტი წარმოშობა
- თავი 10 - ბაბილონის გოდოლი
- თავი 11 - აბრაამის მოწოდება
- თავი 12 - აბრაამი ქანაანში მკვიდრდება
- თავი 13 - რწმენის გამოცდა
- თავი 14 - სოდომის განადგურება
- თავი 15 - ისააკის ქორწინება
- თავი 16 - იაკობი და ესავი
- თავი 17 - იაკობის გაქცევა
- თავი 18 - ბრძოლის ღამე
- თავი 19 - იაკობის დაბრუნება ქანაანში
- თავი 20 - იოსები ეგვიპტეში
- თავი 21 - იოსები და მისი ძმები
- თავი 22 - მოსე გამოსვლა 1-4
- თავი 23 - ეგვიპტის წყლულები
- თავი 24 - პასექი
- თავი 25 - გამოსვლა
- თავი 26 - მეწამული ზღვიდან სინაის მთისკენ
- თავი 27 - ისრაელისათვის მიცემული რჯული
- თავი 28 - კერპთაყვანისმცემლობა სინაის მთასთან
- თავი 29 - სატანა ღვთის რჯულის წინააღმდეგ
- თავი 30 - კარავი და მასში მსახურება
- თავი 31 - ნადაბისა და აბიჰუს ცოდვა
- თავი 32 - რჯულდებები და აღთქმები
- თავი 33 - სინაიდან კადეშისაკენ
- თავი 34 - თორმეტი მსტოვარი
- თავი 35 - კორახის ამბოხება
- თავი 36 - უდაბნოში
- თავი 37 - გაპობილი კლდე
- თავი 38 - მოგზაურობა ედომის გარშემო
- თავი 39 - ბაშანის დაპყრობა
- თავი 40 - ბალაამი
- თავი 41 - განდგომილება იორდანესთან
- თავი 42 - რჯულის განმეორებით გამოცხადება
- თავი 43 - მოსეს სიკვდილი
- თავი 44 - იორდანეზე გადასვლა
- თავი 45 -იერიხონის დაცემა
- თავი 46 - კურთხევა და წყევლა
- თავი 47 - კავშირი გაბაონელებთან
- თავი 48 - ქანაანის დანაწილება
- თავი 49 - იესო ნავეს ძის უკანასკნელი სიტყვები
- თავი 50 - მეათედი და შესაწირავი
- თავი 51 - უფლის მზრუნველობა ღარიბთათვის
- თავი 52 - ყოველწლიური დღესასწაულები
- თავი 53 - პირველი მსაჯულნი
- თავი 54 - სამსონი
- თავი 55 - ყრმა სამუელი
- თავი 56 - ელი და მისი ვაჟები
- თავი 57 - უფლის კიდობანი ფილისტიმელთა ხელში
- თავი 58 - წინასწარმეტყველთა სკოლები
- თავი 59 - ისრაელის პირველი მეფე
- თავი 60 - საულის თვითდაჯერებულობა
- თავი 61 - საულის უარყოფა
- თავი 62 - დავითის არჩევა მეფედ
- თავი 63 - დავითი და გოლიათი
- თავი 64 - განდევნილი დავითი
- თავი 65 - დავითის დიდსულოვნება
- თავი 66 - საულის სიკვდილი
- თავი 67 - ძველი და ახალი სპირიტიზმი
- თავი 68 - დავითი ციკლაგში
- თავი 69 - დავითის ასვლა სამეფო ტახტზე
- თავი 70 - დავითის მეფობა
- თავი 71 - დავითის ცოდვა და მისი მონანიება
- თავი 72 - აბესალომის აჯანყება
- თავი 73 - დავითის სიცოცხლის უკანასკნელი წლები
Search Results
- Results
- Related
- Featured
- Weighted Relevancy
- Content Sequence
- Relevancy
- Earliest First
- Latest First
- Exact Match First, Root Words Second
- Exact word match
- Root word match
- EGW Collections
- All collections
- Lifetime Works (1845-1917)
- Compilations (1918-present)
- Adventist Pioneer Library
- My Bible
- Dictionary
- Reference
- Short
- Long
- Paragraph
No results.
EGW Extras
Directory
თავი 59 - ისრაელის პირველი მეფე
ისრაელის მმართველობა ღმერთის სახელითა და ხელმწიფებით ხორციელდებოდა. ნართალია, მოსეს, ისრაელის სამოცდაათ თავკაცს, ებრაელ მთავრებსა და მსაჯულებს ღვთიური კანონების ცხოვრებაში გატარება ევალებოდათ, მაგრამ ერისათვის კანონების გამოცემის უფლება მათ არ ჰქონდათ. ეს იყო ერის არსებობის პირობა. საუკუნეთა მანძილზე უგზავნიდა უფალი რჩეულ ხალხს სულიწმიდით შთაგონებულ ადამიანებს, რათა უფლის მცნებების თანახმად ცხოვრება ესწავლებინა.პწ 396.4
უფალმა წინასწარ იცოდა, რომ ისრაელი მეფეს მოითხოვდა, მაგრამ უზენაესმა არ მოისურვა იმ პრინციპების შეცვლა, რომელზედაც სახელმწიფო იყო დაფუძნებული. უზენაესის თანაშემწე უნდა ყოფილიყო მეფე, ერის მბრძანებლად კვლავ ღმერთი უნდა ეღიარებინათ, მისი რჯული კი - სახელმწიფოს უზენაეს კანონად.პწ 397.1
თავდაპირველად, ქანაანში დასახლებისას, ებრაელებმა აღიარეს თეოკრატული მმართველობა და აყვავდა ერი იესო ნავეს ძის წინამძღოლობით. მაგრამ მოსახლეობის ზრდამ და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობამ უდიდესი ცვლილებები შეიტანა ქვეყანაში. მრავალი უზნეო წესჩვეულება გადაიღო ისრაელმა თავის წარმართ მეზობელთაგან, რის შედეგადაც ბევრ საკითხში დაკარგა თავისი განსაკუთრებული სიწმიდე. ებრაელებმა თანდათანობით დაკარგეს შიში და მოკრძალება უზენაესის მიმართ და უკვე აღარაფრად მიაჩნდათ თავისი უდიდესი უპირატესობა რჩეულობისა. წარმართ მეფეთა დიდებულებითა და ბრწყინვალებით დაბრმავებულთ მობეზრდათ თავიანთი უბრალოება. შტოებს შორის გაჩნდა შური და ეჭვი. შინაგანმა უთანხმოებამ დიდად დაასუსტა ისინი; მათ მიმართ მტრულად განწყობილ წარმართთა ტომები ხშირად თავს ესხმოდნენ და აჩანაგებდნენ მათ მიწებს, ამიტომ ისრაელიანნი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ხალხთა შორის თავისი მდგომარეობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისათვის ყველა შტო ერთიანი, მტკიცე ხელმწიფების ქვეშ უნდა გაერთიანებულიყო. უფლის რჯულისადმი მორჩილების უარყოფით მათ ღვთიური მმართველობისაგან გათავისუფლება მოისურვეს და ამრიგად, მთელმა ისრაელმა მეფის ხელმწიფების დამკვიდრება მოითხოვა.პწ 397.2
იესო ნავეს ძის დღეებიდან არ ჰყოლია ისრაელს სამუელის მსგავსი ბრძენი და წარმატებული მმართველი. სამგვარ მსახურებაზე განაწესა იგი ღმერთმა - როგორც მსაჯული, წინასწარმეტყველი და მღვდელმსახური. მოუღლელად, უანგარო გულმოდგინებით შრომობდა იგი თავისი ხალხის კეთილდღეობისათვის და აყვავდა ერი მისი ბრძნული ხელმძღვანელობით. ყველგან აღდგა წესრიგი, ღვთის შიში და რიდი ჰქონდა ხალხს და უკმაყოფილების სულიც რამდენიმე ხანს ჩაქრა. მაგრამ დაბერდა წინასწარმეტყველი და იძულებული გახდა, მსახურების მძიმე ტვირთი თავისი ორი შვილისათვის გაეზიარებინა, ამიტომ თავის დამხმარეებად დანიშნა ისინი. იმ დროს, როცა სამუელი რამათში თავის მოვალეობას ასრულებდა, მისი ვაჟები ბეერშებაში დარჩნენ მსაჯულებლად ქვეყნის სამხრეთით მცხოვრებ ხალხში.პწ 397.3
ერის თანხმობით დაავალა სამუელმა ეს მსახურება თავის ვაჟებს, მაგრამ ვერ გაამართლეს მათ მამის ასეთი ნდობა. მოსეს მეშვეობით უფალმა განსაკუთრებული მითითება მისცა თავის ხალხს იმის შესახებ, რომ ისრაელის თავკაცნი სამართლიანი მსაჯულნი ყოფილიყვნენ, სიმართლითა და პატივისცემით მოპყრობოდნენ ქვრივობოლთ და ქრთამი არ აეღოთ. მაგრამ სამუელის ვაჟები “ანგარებას მისდევდნენ, ქრთამს იღებდნენ და სამართალს ამრუდებდნენ”. წლიერ ცდილობდა წინასწარმეტყველი, ჩაებეჭდა მათ გონებაში ღვთიური პრინციპები, მაგრამ ამაოდ. “არ გაჰყვნენ შვილები მამის გზას”, მის წმიდა, უანგარო მსახურებას. ელის მიმართ წარმოთქმულმა გაფრთხილებამ ვერც სამუელზე იქონია სათანადო ზეგავლენა. მისმა ზედმეტმა შემწყნარებლობამ უარყოფითად იმოქმედა მათ ხასიათსა და ცხოვრებაზე.პწ 397.4
ამ მსაჯულთა უსამართლობით გამოწვეული უდიდესი უკმაყოფილება გახდა მმართველობაში ცვლილების შეტანის საბაბი, ცვლილებისა, რომელიც დაფარულად, დიდი ხანია ასე ძლიერ სურდა მთელ ხალხს. “შეიკრიბა ისრაელის უხუცესობა და მივიდა სამუელთან რამათს. უთხრეს: შენ მოხუცდი, შენი შვილები კი არ მიჰყვებიან შენს გზას. დაგვიდგინე ახლა მეფე, რომ სხვა ხალხების წესისამებრ განგვსჯიდეს” /1 მეფ. 8:4,5/. არაფერი იცოდა სამუელმა თავისი ვაჟების უსამართლო მოქმედებების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაუყოვნებლივ გაათავისუფლებდა მათ ამ მსახურებისაგან, მაგრამ ამას არ ითხოვდნენ მომსვლელნი. ხედავდა სამუელი, რომ დიდად გაღიზიანებულნი იყვნენ მისი თანამემამულენი და მიხვდა, რომ მათი მოთხოვნა უკვე კარგად მოფიქრებული და მტკიცე გადაწყვეტილება იყო. ერთი საჩივარიც კი არ წაუყენეს სამუელს. ყველა აღიარებდა მის, როგორც ხელმძღვანელის, სიბრძნესა და პატიოსნებას, მაგრამ ხანდაზმული წინასწარმეტყველი ამ მოთხოვნას პირადად მის მიმართ უკმაყოფილების გამოხატვად და მისი მმართველობის გადაგდების პირდაპირ მცდელობად მიიჩნევდა. მაგრამ არაფრით არ გამოამჟღავნა თავისი გრძნობები, არც საყვედური გამოუთქვამს, არამედ ლოცვით მიმართა ღმერთს და მას, ერთადერთს, სთხოვა რჩევა.პწ 398.1
“უთხრა უფალმა სამუელს: შეისმინე ხალხის ყოველი სიტყვა, რასაც გეტყვის, რადგან შენ კი არ უარგყვეს, არამედ მე უარმყვეს თავიანთ მეფედ. როგორც იქცეოდნენ იმ დღიდან, როცა ეგვიპტიდან გამოვიყვანე, დღემდე, როცა დამივიწყეს და უცხო ღმერთებს დაემონნენ, ასევე გექცევიან შენც”. ხალხის საქციელის გამო გამოთქმული ეს საყვედური წინასწარმეტყველმა თავის თავზე მიიღო. ისრაელიანებმა უპატივცემულობა გამოავლინეს არა მის, არამედ უზენაესის ხელმწიფების მიმართ, რადგან თავად ღმერთი ადგენდა მათთვის თავკაცთ. ღვთის მსახურის მოძულე და უარმყოფელი თავის სიძულვილს არა ადამიანის, არამედ მბრძანებლის მიმართ ამჟღავნებს, რომელმაც იგი გამოაგზავნა. ამით ის უარყოფს უფლის სიტყვებს, მხილებებსა და რჩევებს; ამით ის უარყოფს უზენაესის ხელმწიფებას.პწ 398.2
განვითარების უდიდეს მწვერვალს ისრაელმა იმ დროს მიაღწია, როცა დიდ იეჰოვას თავის მეფედ აღიარებდა და მის კანონებსა და მმართველობას სხვა ხალხთა კანონებზე აღამაღლებდა. მოსემ უფლის დადგენილებებთან დაკავშირებით გამოუცხადა თავის ერს: “დაიცავით და შეასრულეთ, რადგან ეს არის თქვენი სიბრძნე და გონიერება იმ ხალხების წინაშე, რომლებიც ყურს მოჰკრავენ ამ წესებს და იტყვიან: აჰა, ბრძენი და გონიერი ხალხია ეს დიდი ერი” /რჯლ. 4:6/. მაგრამ, განუდგა რა უფლის დადგენილებებს, ებრაელი ხალხი ვერ იქცა ისეთ ერად, როგორიც უფალს სურდა. შედეგად - ბოროტება, საკუთარი განდგომილებისა და უაზრო ქმედებების ნაყოფი - უფლის მმართველობას დააბრალეს. აი, როგორ დააბრმავა ისინი ცოდვამ!პწ 398.3
ნათქვამი ჰქონდა უფალს წინასწარმეტყველთა პირით, რომ ეყოლებოდა ისრაელს მეფე, მაგრამ არასოდეს უთქვამს, რომ ეს მმართველობის საუკეთესო ფორმა იქნებოდა ებრაელთათვის ან ის, რომ ეს უფლის ნებასურვილი იყო. საკუთარი სურვილისამებრ მოქმედების უფლება მისცა უფალმა ხალხს, რადგან მათ ღვთიური რჩევები უარყვეს. ოსია წინასწარმეტყველი ამბობს, რომ უფალმა “მეფე განრისხებისას” მისცა ისრაელიანთ /იხ. ოს. 13:11/. როცა ადამიანები ჯიუტად, უფლის რჩევის გარეშე ირჩევენ თავიანთ გზას, ან როცა უფლის აშკარა ნებას ეწინააღმდეგებიან, ღმერთი ხშირად აკმაყოფილებს მათ სურვილებს, რათა მწარე გამოცდილებამ, რასაც ისინი ამის გამო მოიმკიან, საკუთარ საქმეთა უაზრობის შეცნობისა და მონანიების საშუალება მისცეს. ადამიანური სიამაყითა და სიბრძნით ხელმძღვანელობა მეტად საშიშია. ღვთის ნების საწინააღმდეგო მათი გულისწადილი შემდგომში უბედურებას უფრო მოიტანს, ვიდრე კურთხევას.პწ 398.4
უფლის სურვილი იყო, მის ერს მხოლოდ მასში დაენახა ერთადერთი კანონმდებელი და ძლიერების წყარო. უფალზე დამოკიდებულების საჭიროების შეცნობის შემთხვევაში, ებრაელები არასოდეს მოშორდებოდნენ მას. ღვთის რჩეული ერი იყო ისრაელი, ამიტომ თავისი კეთილშობილებითა და ამაღლებული ზნეობით უნდა გამხდარიყო იმ მაღალი დანიშნულების ღირსი, რისკენაც უფალმა მოუწოდა. მეფის არჩევით კი თავის ყურადღებას იგი უფლისაგან ადამიანისკენ მიაპყრობდა და ადამიანის ძალას უფრო დაეყრდნობოდა, ვიდრე ღმერთისას, მეფის ურჯულოება კი ერს ცოდვაში შეიყვანდა და უფალს დააშორებდა.პწ 399.1
ხალხის სურვილის დაკმაყოფილება უბრძანა უფალმა სამუელს, ოღონდ უნდა გაეფრთხილებინა ისრაელიანნი, რომ უფალი ამას არ იწონებდა და ამგვარ ქმედებებს თავისი შედეგიც ექნებოდა. “უთხრა სამუელმა უფლის სიტყვები ხალხს, მეფეს რომ მოითხოვდნენ მისგან”. დაწვრილებით გააცნო ვალდებულებები, ამ შემთხვევაში მძიმე ტვირთად რომ დააწვებოდა ებრაელ ერს და ნათლად დაანახა განსხვავება ახლანდელ, შედარებით თავისუფალ ცხოვრებასა და მომავალში ახალ, მრავალი ვალდებულებით დამძიმებულ, დამოკიდებულ მდგომარეობას შორის. გააფრთხილა, რომ მათი მეფე, მოინდომებს რა სხვა მონარქთა მსგავს ბრწყინვალებასა და ფუფუნებას, დიდძალ ქონებას და მსახურებას მოსთხოვს მათ; რომ ამოარჩევს მეფე მათ შორის ყველაზე ლამაზ ყმაწვილთ თავის სასახლეში “და თავის ეტლებთან და ცხენებთან დაიყენებს და ირბენენ მისი ეტლის წინ”, “დანიშნავს მათ ათასისთავებად” თავის ლაშქარში, “თავის ყანის მხვნელებად და თავისი სამკალის მოსამკელად, თავისი საბრძოლო საჭურველისა და ეტლების მკეთებლებად”, მათ ასულებს კი - მზარეულებად და სხვადასხვა მოვალეობათა შემსრულებლებად. თავისი კარის შესანახად წაართმევს მათ საუკეთესო მიწებს, თავად დიდმა იეჰოვამ რომ უბოძა მათ; წაართმევს “საუკეთესო ყმებს, მხევლებს, მსახურ ბიჭებს, სახედრებს და თავის საქმეზე ამსახურებს”. ამას გარდა, “წაიღებს მეათედს თქვენი ფარიდან” და სხვა შემოსავლებიდან ან მიწის ნაყოფიდან. “და თქვენც მისი ყმები გახდებით, - დაასრულა გაფრთხილება წინასწარმეტყველმა, - მაშინ მოჰყვებით წუწუნს თქვენს არჩეულ მეფეზე, მაგრამ არ მოგისმენთ უფალი”. და, რაც არ უნდა მძიმე იყოს ეს უღელი, ერთხელ დამკვიდრებული სამეფო წყობილების ჩამოგდებას ვერასოდეს შეძლებენ, რომ მოინდომონ კიდეც.პწ 399.2
ასე უპასუხა ხალხმა ამ გაფრთხილებებს: “არა და არა, მეფე უნდა გვესვას; ჩვენც ისეთები უნდა ვიყოთ, როგორც სხვა ხალხები არიან. ჩვენი მეფე განგვსჯის ჩვენ, წინ წაგვიძღვება და ჩვენი გულისთვის იბრძოლებს”.პწ 399.3
“როგორც სხვა ხალხები”. არ ესმოდათ ისრაელიანთ, რომ მათი განსაკუთრებული უპირატესობა და კურთხევა სწორედ სხვა ერებისაგან მათ განსხვავებაში მდგომარეობდა. სხვა ერებისგან გამოარჩია ისრაელი ღმერთმა და თავის რჩეულ საგანძურად დაადგინა. მან კი ეს უდიდესი პატივი უარყო და წარმართებთან გათანაბრება მოინდომა! დღესაც არსებობს ე.წ. ღვთის ხალხში წარმართულ წესჩვეულებებთან და თვისებებთან გათანაბრების უდიდესი სურვილი. როცა ადამიანები ღმერთს შორდებიან, ამქვეყნიური პატივისა და დიდებისაკენ სწრაფვის ძლიერი სურვილი უჩნდებათ. მუდამ ცდილობენ ქრისტიანები, გადაიღონ მათი თვისებები, ვინც ამ წუთისოფლის მბრძანებელს ემსახურება. ბევრს ჰგონია, რომ ურწმუნო საზოგადოებასთან კავშირით და მათი წესების გადაღებით უფრო დიდი გავლენა ექნება ურწმუნოებზე. მაგრამ ყოველი ამის მოქმედი შორდება თავისი ძალის წყაროს და წუთისოფელთან მეგობრობით უფლის მტერი ხდება. ასეთი ადამიანები ამქვეყნიური დიდების გამო უარყოფენ უდიდეს პატივს, რომელიც მათ უფალმა უბოძა - ადიდონ ის, “ვინც სიბნელიდან, თავისი საკვირველი ნათლისკენ” მოგვიხმო /1 პეტრ. 2:9/.პწ 399.4
დიდად შეაწუხა და დაანაღვლიანა სამუელი ხალხის პასუხმა, მაგრამ უფალმა უთხრა: “შეიწყნარე მათი სიტყვა და დაუდგინე მეფე”. შეასრულა წინასწარმეტყველმა თავისი მოვალეობა; გულმოდგინედ განუმარტა თავისი გაფრთხილება, მაგრამ უარით უპასუხეს. სული დაუმძიმდა სამუელს, შინ გაუშვა ხალხი, თავად კი განმარტოვდა, რათა მმართველობაში ამ დიდი ცვლილებებისათვის მომზადებულიყო.პწ 400.1
სამუელის უმწიკვლო, უანგარო ცხოვრება მუდმივი საყვედური იყო ანგარებიან მღვდელთა და უხუცესთათვის და ამაყი, ურწმუნო ისრაელისათვის. თუმცა განცხრომაში და ფუფუნებაში არ უცხოვრია; არც იმისათვის უშრომია, რომ ხალხის ქება დაემსახურებინა. ზეცა იწონებდა მის მსახურებას. ქვეყნიერების მხსნელმა, რომლის უშუალო ხელმძღვანელობითაც მწყემსავდა იგი ისრაელის სახლს, თავად აამაღლა თავისი მსახური. მაგრამ მობეზრდა ხალხს მისი ღვთისმოსაობა და ერთგულება, უარყო მისი მოკრძალებული მმართველობა და გაცვალა კაცზე, რომელიც მათი მეფე უნდა გამხდარიყო.პწ 400.2
ადვილად შეგვიძლია, სამუელის ხასიათში ქრისტეს მსგავსება შევამჩნიოთ. მაცხოვრის უმწიკვლო ცხოვრება სატანის რისხვას იწვევდა. მისი ცხოვრება წუთისოფლის ნათელი იყო, რომელიც ადამიანის გულის სიღრმეში დამალულ მანკიერებას ამხილებდა. ქრისტეს ცხოვრების სიწმიდემ ღვთისმოსავ თვალთმაქცთა საშინელი გულისწყრომა გამოიწვია. გრწყინვალებით მოსილი, მიწიერი დიდებით გასხივოსნებული როდი მოვიდა ქრისტე დედამიწაზე! ნხოლოდ მისი საქმენი მოწმობდა მის აღმატებულ ძლიერებას ყველა მიწიერ მეფეზე. კუდეველნი მოუთმენლად ელოდნენ, რომ მესია დამპყრობთა უღლისაგან გაათავისუფლებდა მათ და, ამავე დროს, თავად იმავე ბოროტ საქმეთა კეთებას განაგრძობდნენ, რომელთა გამოც ეს უღელი დაიდგეს. ქრისტეს რომ მათი ცოდვები დაეფარა და მათი გარეგნული, ზედაპირული სიწმიდე მოეწონებინა, ებრაელები მიიღებდნენ მას, როგორც მეფეს, მაგრამ მაცხოვარმა უშიშრად ამხილა მათი მანკიერებანი, რაც აუტანელი იყო ისრაელიანთათვის. შეიძულეს მათ მისი ხასიათის სილამაზე, რომელშიც ასე აირეკლებოდა მისი კეთილი სურვილები, უმანკოება, სიწმიდე და არაფრისა და არავის მიმართ არ ყოფილა სიძულვილი, გარდა ცოდვისა. ასე იყო ყოველთვის, ასეა დღესაც. ზეციური ნათელი ამხილებს ყველას, ვისაც მისი მიღება არ სურს. როცა ცოდვის მოძულეთა ცხოვრება საყვედურია ორგულთათვის, მაშინ ისინი სატანის მსახურნი ხდებიან, რათა აწამონ და დევნონ ერთგულნი. “და ყველა, ვისაც სურს ქრისტე იესოში იცხოვროს ღვთისმოსაობით, დევნილი იქნება” /2 ტიმ. 3:12/.პწ 400.3
თუმცა ისრაელში მონარქიული მმართველობის ფორმა ნაწინასწარმეტყველები იყო, მაგრამ უფალმა თავად გადაწყვიტა ხალხისათვის მეფის არჩევა. ებრაელები იმდენად სცემდნენ პატივს ღვთის ხელმწიფებას, რომ მეფის არჩევა სრულად მიანდეს მას. არჩევანი ხვდა საულს, კიშის ძეს, ბენიამინის შტოდან.პწ 400.4
მომავალი მეფის პირადი ღირსებები სრულად პასუხობდა ისრაელიანთა პატივმოყვარე სურვილებს. “ისრაელიანთა შორის მასზე უკეთესი არავინ იყო” /1 მეფ.9:2/. კეთილშობილი, უამრავი ღირსების მქონე, გაფურჩქვნის ხანაში მყოფი, მაღალი, მოხდენილი საული, თითქოს, სამეფო ტახტისთვის იყო დაბადებული. მაგრამ, მიუხედავად გარეგნული მომხიბვლელობისა, საულს არ გააჩნდა ჭეშმარიტი სიბრძნის მომასწავებელი ამაღლებული ზნეობრივი თვისებები. სიყმაწვილეში თავისი ფიცხი და მგზნებარე ვნებების დაოკება არ ასწავლეს და არასოდეს განუცდია ღვთიური მადლის განმაახლებელი ძალა.პწ 401.1
მეტად გავლენიანი და მდიდარი მთავრის შვილი იყო საული, თუმცა, იმ დროის წესჩვეულებათა თანახმად, მამასთან ერთად მიწას ხნავდა და ამუშავებდა. ერთხელ, რამდენიმე სახედარი დაეკარგათ და საული, თავის მსახურთან ერთად, მათ მოსაძებნად გაემართა. სამი დღე ამაოდ ეძებეს სახედრები და, აღმოჩნდნენ რა რამათის სიახლოვეს, სადაც სამუელი ცხოვრობდა, მსახურმა შესთავაზა საულს, ამ წინასწარმეტყველისათვის ეთხოვათ დახმარება დაკარგულის მოძებნასთან დაკავშირებით. “აჰა, მეოთხედი შეკელი ვერცხლი მაქვს ხელში. მივცეთ ღვთისკაცს და გვასწავლის გზას”, - უთხრა მან საულს. ასეთი წესი არსებობდა იმ დროს: ადამიანს, რომელიც მათზე მაღლა იდგა, მონახულებისას, პატივისცემის ნიშნად, მცირე საჩუქარს უძღვნიდნენ.პწ 401.2
ქალაქს მიუახლოვდნენ და გზად წყალზე მიმავალი ახალგაზრდა ქალწულნი შემოხვდნენ, რომელთაც გამოჰკითხეს, თუ სად იმყოფებოდა მისანი. მათ უპასუხეს, რომ ქალაქში მალე ღვთისმსახურება უნდა დაწყებულიყო და წინასწარმეტყველიც, რა თქმა უნდა, იქ იქნებოდა, ვინაიდან ხალხს “ბორცვზე” მსხვერპლი უნდა შეეწირა, შემდეგ კი - სამსხვერპლო ნადიმი გაემართა. უდიდეს გარდაქმნებს ჰქონდა ადგილი სამუელის მმართველობის დროს. იმ დროს, როცა უფალმა პირველად მოუწოდა მას მსახურებისათვის, მსახურება საწმიდარში არ ტარდებოდა. ადამიანები აღარ სწირავდნენ უფალს მსხვერპლს /იხ. 1 მეფ. 2:17/. ახლა კი ღვთისმსახურება მთელს ქვეყანაში ტარდებოდა და ხალხსაც ინტერესი გაუღვივდა რელიგიური მსახურებისადმი. ვინაიდან მსხვერპლშეწირვა კარავში არ ხდებოდა, ხალხი მღვდელმსახურთა და ლევიანთა ქალაქებში მიდიოდა რჩევადარიგებათა მისაღებად და მსხვერპლსაც იქ სწირავდა. ამ ქალაქების ყველაზე მაღალი ადგილები მსხვერპლშეწირვისათვის იყო განკუთვნილი, ამიტომ ეწოდებოდათ “ბორცვები”.პწ 401.3
თვით წინასწარმეტყველი დახვდა საულს ქალაქის შესასვლელთან. უფალმა ამცნო სამუელს ისრაელის მომავალი რჩეული მეფის მოსვლის დრო. და როცა ისინი ერთმანეთს შეხვდნენ, ღმერთმა უთხრა სამუელს: “აჰა, ის კაცი, რომელზეც გელაპარაკე. იგი იმეფებს ჩემს ერზე”.პწ 401.4
საულის თხოვნაზე: “მასწავლე, სად არის აქ მისანის სახლი”, - სამუელმა უპასუხა: - “მე ვარ მისანი”. შემდეგ, დაარწმუნა რა, რომ სახედრები უკვე ნაპოვნია, წინასწარმეტყველმა საული ნადიმზე მიიწვია, სადაც სიტყვა გადაუკრა მის დიდ მომავალზე: “ვის ეკუთვნის ისრაელის მთელი საუნჯე, თუ არა შენ და მამაშენის მთელს სახლს?”.პწ 401.5
გული აუძგერდა საულს წინასწარმეტყველის სიტყვების მოსმენაზე. შეუძლებელი იყო, არ ეგრძნო მას ამ სიტყვებში დაფარული მეტად მნიშვნელოვანი აზრი, რადგან ადამიანებისგან ხშირად ესმოდა ხალხის მოთხოვნები ისრაელის მმართველად მეფის დასმის შესახებ. მაგრამ მაინც, ღვთისმოსაური მოკრძალებით უპასუხა მან: “მე ხომ ბენიამინელი ვარ, ისრაელის უმცირესი ტომის კაცი; ჩემი საგვარეულოც ხომ მცირეა ბენიამინის ტომის საგვარეულოთა შორის? რისთვის მეუბნები ამას?”.პწ 401.6
შეიყვანა სამუელმა საული ნადიმზე, სადაც ქალაქის საპატიო თავკაცნი ისხდნენ, დასვა მათ შორის საპატიო ადგილზე და საუკეთესო კერძები მოატანინა მისთვის. მსახურების დამთავრების შემდეგ თავის სახლში მიიპატიჟა იგი სამუელმა და სახლის ბანზე ბაასი გაუმართა იმ დიდებულ პრინციპებზე, რომელზედაც ისრაელის მმართველობა იყო დაფუძნებული. ასე შეეცადა სამუელი, შეემზადებინა საული მისი უზენაესი დანიშნულებისათვის.პწ 402.1
მეორე დილას, როცა საული გასამგზავრებლად მოემზადა, სამუელიც თან გაჰყვა. ქალაქიდან გასვლისას მან მსახური წინ გაუშვა, საული კი მცირე ხანს შეაყოვნა, რათა მისთვის ღვთის სიტყვა გამოეცხადებინა. “აიღო სამუელმა ზეთით სავსე ქილა, თავზე დაასხა, აკოცა და უთხრა: აჰა, გცხო უფალმა თავისი სამკვიდროს მთავრად”. და იმის დასამტკიცებლად, რომ ყოველივე ეს უფლის ნებით ხდებოდა, სამუელმა უწინასწარმეტყველა ყველაფერი, რაც საულს სახლისკენ მიმავალ გზაზე შეემთხვეოდა. თანაც დაარწმუნა, რომ ღვთის სულით ცხებული ავიდოდა ისრაელის სამეფო ტახტზე. “ღვთის სული გადმოვა შენზე... - უთხრა მან, - სხვა კაცად გარდაიქმნები. როცა ყოველივე ეს აგიცხადდება, როგორც მოგინდეს, ისე მოიქეცი, რადგან ღმერთი იქნება შენთან”.პწ 402.2
წავიდა საული თავის გზაზე და ყოველივე ისე მოუხდა, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო. ბენიამინის ტომის საზღვარზე მას ამცნეს, რომ სახედრები ნაპოვნია. თაბორის ველზე ბეთელისკენ სალოცავად მიმავალ სამ კაცს შეხვდა. ერთ მათგანს სამი თიკანი მიჰყავდა აღსავლენად, მეორეს სამი პური მიჰქონდა, მესამეს კი - ტიკით ღვინო სადღესასწაულო ნადიმისათვის. ჩვეულებისამებრ მიესალმნენ ისინი საულს და ორი პური მისცეს. თავის ქალაქში, გიბყაში, შესვლისას “გორაკიდან ჩამომავალ ქადაგთა გუნდს” შეხვდა, რომელიც “ქნარით, დაფდაფით, სტვირითა და ებნით” ღმერთს ადიდებდა. როცა საული მათ მიუახლოვდა, ღვთის სული გადმოვიდა მასზე და “ისიც მათთან ერთად აქადაგდა”. ისე შეუფერხებლად და ბრძნულად მეტყველებდა საული, ისე აქტიურად მონაწილეობდა ღვთისმსახურებაში, რომ მისი ნაცნობები განცვიფრებით კითხულობდნენ: “რა დაემართა კიშის ძეს? ნუთუ საულიც გაქადაგდა?”.პწ 402.3
წინასწარმეტყველებთან ერთად ღვთისმსახურებაში საულის მონაწილეობისას, სულიწმიდის ზემოქმედებით, დიდი ცვლილება მოხდა მასში. ღვთიური სიწმიდის ნათელი აკიაფდა მისი ხორციელი გულის წყვდიადში. ისეთად იხილა საკუთარი თავი, როგორიც უფლის წინაშე უნდა ყოფილიყო. სიწმიდის სილამაზე იხილა საულმა. მიხვდა იგი, რომ ამიერიდან უნდა ებრძოლოს ცოდვას და სატანას. მიხვდა იმასაც, რომ ამ ბრძოლაში წარმატების მოსაპოვებლად მხოლოდ ღვთის ძალის იმედი უნდა ჰქონდეს. ხსნის გეგმა, რომელიც აქამდე ასე ბუნდოვანი და გაუგებარი იყო მისთვის, ახლა მთელი სიცხადით გადაეშალა. დიდი სიბრძნე და გამბედაობა უბოძა ღმერთმა საულს მისი უდიდესი დანიშნულების გასამართლებლად. გაუხსნა მადლისა და ძალის წყარო, განუმარტა უფლის მოთხოვნებისა და საკუთარი მოვალეობის არსი.პწ 402.4
არაფერი იცოდა ხალხმა საულის მეფედ ცხების შესახებ. უფლის არჩევანი მას წილისყრით უნდა გამოცხადებოდა. ამ მიზნით შეკრიბა სამუელმა ხალხი მიცფაში. ღვთიური მმართველობა ითხოვა ხალხმა ლოცვაში, შემდეგ კი წილისყრის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. მდუმარედ ელოდნენ აქ შეკრებილნი შედეგს. ისრაელის ყველა ტომიდან ბენიამინის ტომს ხვდა წილი. შემდეგ უფალმა მიუთითა საგვარეულოზე, ოჯახის წევრებზე და საბოლოოდ წილი ხვდა საულს, კიშის ძეს. მაგრამ იგი შეკრებილთა შორის არ აღმოჩნდა: მეტად დაუმძიმა გული იმ უდიდესმა პასუხისმგებლობამ, სულ მალე მისთვის რომ უნდა დაეკისრებინათ და შეკრებილთ შეუმჩნევლად გამოერიდა. მაგრამ ის მალე მოიყვანეს და წარადგინეს მთელი საკრებულოს წინაშე. უდიდესი სიამაყითა და კმაყოფილებით უმზერდნენ ისრაელიანნი მის მეფურ, კეთილშობილურ გარეგნობას, რადგან “ერთი თავით ყველაზე მაღალი გამოჩნდა” მათ შორის. თვით სამუელმაც კი საულის წარდგენის დროს სიხარულით შესძახა: “ხომ ხედავთ, ვინ აირჩია უფალმა? რადგან მთელს ხალხში არავინაა მისი მსგავსი. იხუვლა ხალხმა და თქვა: დღეგრძელი იყოს მეფე!”.პწ 403.1
“გამოუცხადა სამუელმა ერს მეფობის უფლებანი”, განუმარტა ხალხს სამეფო მმართველობის პრინციპები და მათი უფლებები. არ იყო მეფე მათი უზენაესი მბრძანებელი - მისი ხელმწიფება უზენაესი ღმერთის ნებით უნდა შეზღუდულიყო: ეს მოწოდება წიგნში ჩაიწერა, სადაც ჩამოთვლილი იყო მეფის უფლებამოსილებანი, ხალხის უფლებები და პრივილეგიები. და, თუმცა ხალხმა უარყო სამუელის გაფრთხილება და ისიც იძულებული გახდა, დაეთმო მათთვის, მაინც ცდილობდა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, მათი თავისუფლების დაცვას.პწ 403.2
იმ დროს, როცა თითქმის ყველა მზად იყო ისრაელის მეფედ საულის აღიარებისათვის, გამოჩნდნენ ისეთებიც, რომელთაც სრულებით არ მოსწონდათ, რომ მეფეს ისრაელის ამ უმცირესი ტომიდან ირჩევდნენ და არა იუდას ან ეფრემის მრავალრიცხოვანი და ძლიერი შტოდან. გევრმა შეურაცხყოფად მიიჩნია და ვერ შეურიგდა ამ ფაქტს. არ შეჰფიცეს ერთგულება საულს ამ ადამიანებმა და არც საჩუქრები მიურთმევიათ წესის მიხედვით. სწორედ მათ, ვინც ადრე ყველაზე მეტს ყვიროდა, რომ სურს მეფის მმართველობა, ახლა უარი თქვეს მადლიერებით მიეღოთ ღვთით დადგენილი მეფე. ყოველ ჯგუფს თავისი რჩეული ჰყავდა ისრაელის ტახტზე ასასვლელად, ზოგიერთ მთავარს კი თავისთვის სურდა იგი. შურმა და ბოროტებამ იფეთქა მრავალთა გულში. სიამაყითა და პატივმოყვარეობით ნაკარნახევმა ნაბიჯებმა ააღელვა და იმედები გაუცრუა მათ.პწ 403.3
ასეთი ვითარების გამო ვერ გადაეწყვიტა საულს სამეფო მმართველობის საკუთარ თავზე აღება. ხელმძღვანელობა კვლავ სამუელს მიანდო, თავად კი თავის სახლში, გიბყაში დაბრუნდა. დიდი პატივით მიაცილებდნენ მას ის ერთგული ადამიანები, ვინც მასში ღვთის რჩეულს ხედავდა. და მოისურვეს, დახმარებოდნენ, მაგრამ საულს არც უცდია, ძალის გამოყენებით ასულიყო ტახტზე. იქ, თავის სახლში, ბენიამინის კუთვნილ მიწაზე, მშვიდად ხნავდა და თესავდა, თავისი გამეფების საკითხი კი მთლიანად ღმერთს მიანდო.პწ 403.4
საულის გამეფების შემდეგ, სულ მალე ნახაშ ყამონელი თავს დაესხა იორდანეს აღმოსავლეთით მცხოვრებ ისრაელიანთა ტომებს და გალაადის იაბეშს მოადგა, რომლის მოსახლე- ობამაც სამშვიდობო ზავი შესთავაზა და ხარკის გადახდასაც დაპირდა. მაგრამ სასტიკმა მეფემ არ მიიღო მათი წინადადება, არამედ თავისი პირობა წამოაყენა: ყოველი ადამიანისთვის დაეთხარა მარჯვენა თვალი, რაც მისი ძლიერების მოწმობა იქნებოდა მუდამ.პწ 403.5
შვიდი დღე მოითხოვეს დაფიქრებისათვის ქალაქის მცხოვრებლებმა. დათანხმდნენ ყამონელები, რადგან ამით მომავალი გამარჯვების სიხარულის გაძლიერება სურდათ. ამ დროს იაბეშიდან დახმარების თხოვნით დაუყოვნებლივ გაგზავნეს კაცები იორდანეს დასავლეთით მცხოვრებ ტომებთან. ეს ცნობა გიბყაშიც მოვიდა, რომელმაც მთელი ქალაქი ააღელვა. საღამოთი ყანიდან დაბრუნებულ საულს, მთელი დღის განმავლობაში რომ შრომობდა თავის ხარებთან ერთად, დიდი უბედურების მაუწყებელი ხმამაღალი მოთქმა შემოესმა. მაშინვე იკითხა მან: “რა ატირებს ხალხს?” და, როცა სამშვიდობო ზავის ასეთი სამარცხვინო პირობის შესახებ შეიტყო, აქამდე მასში მთვლემარე ძალამ გაიღვიძა, “ღვთის სული გადმოვიდა საულზე... ადგა და აკუწა ორივე ხარი და მოციქულების ხელით დაგზავნა მთელს ისრაელში, შეუთვალა: ვინც საულსა და სამუელს არ გაჰყვება, ასე მოუვა მის ხარებს”.პწ 404.1
სამას ოცდაათი ათასი კაცი შეიკრიბა ბეზეკში საულის ბრძანებით. ალყაშემორტყმულ ქალაქში დაუყოვნებლივ გაგზავნილმა მაცნეებმა აუწყეს, რომ მაშველი მოვიდოდა დილას, სწორედ იმ დღეს, როცა ქალაქის მცხოვრებნი ყამონელთა ტყვეებად უნდა ქცეულიყვნენ. სწრაფად გადაცურა საულმა თავისი ლაშქრითურთ იორდანე და “დილის სახმილავზე” მიადგნენ იაბეშს. გედეონის მსგავსად, სამ ჯგუფად გაჰყო საულმა ხალხი და განთიადზე, როცა მტრის ბანაკში არავითარ საფრთხეს არ ელოდნენ, თავს დაესხა ყამონელთ. თითქმის სრულად გაანადგურეს პანიკაში ჩავარდნილი მტერი. “გადარჩენილნი კი ისე დაიფანტნენ, რომ ორს ერთად ვერ ნახავდა კაცი”.პწ 404.2
სიმარჯვე და სიმამაცე, მრავალრიცხოვან მტერთან ბრძოლაში გამოვლენილი საომარი ოსტატობა - ეს სწორედ ის ღირსებები იყო, ისრაელიანთ რომ თავიანთ მეფეში სურდათ ეხილათ, რათა წარმატებითი ომები ეწარმოებინა სხვა ტომთა წინააღმდეგ. ახლა ისინი ესალმებოდნენ მას, როგორც ისრაელის მეფეს, მის ადამიანურ ოსტატობას მიაწერეს ეს დიადი გამარჯვება და სრულიად გადაავიწყდათ, რომ უფლის განსაკუთრებული კურთხევის გარეშე ყოველი მათი მცდელობა ფუჭი იქნებოდა. ზოგმა ენთუზიასტმა შესთავაზა ხალხს, დაეხოცათ ყველა ის ადამიანი, რომელმაც თავიდანვე არ აღიარა საულის ხელმწიფება. მაგრამ მეფე ჩაერია და ბრძანა: “ერთი კაციც არ მოკვდება დღეს, რადგან ხსნა მოავლინა უფალმა დღეს ისრაელში”. ეს სიტყვები მის სულში მომხდარი ცვლილებების დასტური იყო. არ მიითვისა საულმა ამ ბრძოლაში გამარჯვების დიდება, არამედ ამისათვის მადლობა შესწირა და პატივი მიაგო უფალს. შურისძიების ნაცვლად გულმოწყალება და მიმტევებლობა გამოიჩინა. ეს კი ადამიანის გულში ღვთის მადლის არსებობის უეჭველი მტკიცებაა.პწ 404.3
შემდეგ კი გილგალში საყოველთაო კრების მოწვევა შესთავაზა სამუელმა ხალხს, რათა სახალხოდ დაემტკიცებინათ საული მეფედ. ასეც მოიქცნენ. “შესწირეს იქ სამადლობელი მსხვერპლი უფლის წინაშე და ძლიერ გაიხარეს იქ საულმა და ყველა ისრაელიანმა”.პწ 404.4
გილგალი იყო სწორედ ის ადგილი აღთქმულ მიწაზე, სადაც პირველად დაბანაკდა ისრაელი. იორდანეს სასწაულებრივი გადალახვის აღსანიშნავად სწორედ აქ ააგო იესო ნავეს ძემ უფლის მითითებით სვეტი თორმეტი ლოდისაგან. აქვე იქნა განახლებული წინადაცვეთის წესი. აქ იზეიმა პირველად ხალხმა პასექი კადეშის განდგომილებისა და უდაბნოში ხანგრძლივი ხეტიალის შემდგომ. აქ შეწყდა ცვენა ზეციური მანანისა. სწორედ აქ გამოეცხადა იესო ნავეს ძეს უფლის მხედრობის თავი, როგორც ისრაელიანთა ლაშქრის წინამძღოლი. აქედან გაემართნენ იერიხონისა და ჰაღაის ასაღებად. აქ მიიღო ყაქანმა დამსახურებული სასჯელი და აქვე დაუდეს შეთანხმება გაბაონელებს უფლის დაუკითხავად, რისთვისაც ასე დაისაჯა ისრაელი. და ახლა, სწორედ ამ ველზე, რომელთანაც ხალხს ამდენი ამაღელვებელი მოგონება აკავშირებდა, იდგნენ სამუელი და საული და, როცა მეფისადმი მისასალმებელი შეძახილები შეწყდა, მოხუცმა წინასწარმეტყველმა, ისრაელის ყოფილმა მმართველმა, გამოსათხოვარი სიტყვებით მიმართა ხალხს:პწ 404.5
“აჰა, ყველაფერი მოგისმინეთ, რასაც მოითხოვდით ჩემგან და დაგისვით მეფე. ამიერიდან მეფე წაგიძღვებათ წინ; მე მოვხუცდი და გავთეთრდი. აქ არიან ჩემი შვილებიც თქვენთან ერთად. სიყმაწვილიდან დღემდე წინ მიგიძღოდით. აჰა, აქა ვარ, მამხილეთ უფლისა და მისი ცხებულის წინაშე, თუ ოდესმე ვინმესთვის ხარი ან სახედარი წამერთმიოს, თუ ვინმე შემევიწროებინოს, თუ ვინმე დამეჩაგროს, თუ ვინმესგან ქრთამი ამეღოს მის საქმეზე თვალის დასახუჭად, პასუხს ვაგებ”.პწ 405.1
“უთხრეს: არც შეგივიწროებივართ და არც დაგიჩაგრივართ, არც ვინმესგან რამე აგიღია”.პწ 405.2
ამ სიტყვებით მხოლოდ თავისი საქციელის გამართლება არ სურდა სამუელს. ახლახანს მან უკვე აუხსნა ხალხს ის პრინციპები, რომლითაც მეფე და ადამიანები უნდა ხელმძღვანელობდნენ. მაგრამ ახლა მას სურდა, ხალხის წინაშე საკუთარი მსახურების მაგალითით უფრო მეტი წონა მიეცა თავისი სიტყვებისათვის. ბავშვობიდანვე იღწვოდა იგი ღვთის მსახურებისათვის და მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე ემსახურებოდა მხოლოდ ერთ მიზანს - უფლის განდიდებას და ისრაელის კეთილდღეობას.პწ 405.3
არავითარი კეთილდღეობის იმედი არ უნდა ჰქონოდა ისრაელს დანაშაულის მონანიებამდე. რჯულის დარღვევის შედეგად ღვთისადმი რწმენა დაკარგეს ებრაელებმა და ვერ შეაფასეს უზენაესის სიბრძნე და მისი ხელმძღვანელობის ძალა. ჭეშმარიტი მშვიდობის მოპოვებამდე მათ ჩადენილი დანაშაული უნდა ეღიარებინათ და მოენანიებინათ. ასე ხსნიდნენ ისინი მეფის მმართველობის მოთხოვნის მიზეზს: “ჩვენი მეფე განგვსჯის ჩვენ, წინ წაგვიძღვება და ჩვენი გულისთვის იბრძოლებს”.პწ 405.4
გაიხსენა სამუელმა ისრაელის მთელი ისტორია მისი ეგვიპტიდან გამოყვანის დღიდან. ნაშინ იეჰოვა, მეფეთ მეფე, მიუძღოდა წინ და მათ ბრძოლებს ხელმძღვანელობდა. მათი ურჯულოების გამო, ხშირად იმარჯვებდა მათზე მტერი, მაგრამ როგორც კი ბოროტების გზას ტოვებდნენ, ღვთიური მოწყალება ხიფათისაგან იცავდა მათ. გედეონი, ბარაკი, იფთახი და სამუელი გამოგზავნა უფალმა, “ისინი გიფარავდნენ გარეშემო მტრებისაგან და თქვენც ცხოვრობდით მშვიდად”, - მიმართა სამუელმა. მაგრამ ახლაც კი, როცა ასეთი საშიშროება ელოდათ, წინასწარმეტყველის სიტყვებზე: “თქვენი მეფე კი უფალია, ღმერთი თქვენი”, - განაცხადეს: “არა, მეფემ იმეფოს ჩვენზე!”.პწ 405.5
“ახლაც დადექით და შეხედეთ ამ დიდ საქმეს, - განაგრძო სამუელმა, - რასაც უფალი აღასრულებს თქვენს თვალწინ. ხომ პურის მკის დრო არის ახლა? შევსთხოვ უფალს და მოავლენს იგი ჭექაქუხილსა და წვიმას, რომ იცოდეთ და ნახოთ, რა დიდია თქვენი ბოროტება, უფლის წინაშე რომ ჩაიდინეთ, როცა მეფე მოითხოვეთ. შესთხოვა სამუელმა უფალს და მოავლინა უფალმა ჭექაქუხილი და წვიმა იმ დღეს”. პურის მკის დროს, მაისში და ივნისში, აღმოსავლეთში არასოდეს წვიმს. ცა უღრუბლოა, ჰაერი სუფთა და რბილი. ამ დროს ამოვარდნილმა ძლიერმა ქარიშხალმა თავზარი დასცა ხალხს. და ახლა მორჩილებით აღიარეს ისრაელიანებმა თავისი დანაშაული: “შეევედრე უფალს, შენს ღმერთს, შენს მორჩილთა გულისათვის, რომ არ დავიხოცოთ, რადგან მთელს ჩვენს ცოდვებს ის ბოროტებაც დავუმატეთ, რომ მეფე მოვითხოვეთ”.პწ 405.6
მაგრამ სამუელმა არ დატოვა ხალხი სასოწარკვეთილებაში, რადგან ეს ხელს შეუშლიდა ებრაელებს სიმართლის გზაზე კვლავ დაბრუნებაში. მაშინვე დაიწყებდა სატანა მათ დარწმუნებას იმაში, რომ სასტიკია ღმერთი და არ უყვარს მიტევება, რითაც დიდად აცდუნებდა მათ. მოწყალეა უფალი და მუდამ მზად არის, მოგვიტევოს და მოგვცეს უხვი წყალობა მისი ნების აღმსრულებელთ. “ნუ გეშინიათ, - ბრძანა უფალმა წინასწარმეტყველის ბაგეებით, - უკვე ჩადენილი გაქვთ მთელი ეს ბოროტება. ოღონდ ნუღარ განუდგებით უფალს და მთელი გულით ემსახურეთ. ნუ გაიწევთ ფუჭი ღმერთებისაკენ, არ დაგიფარავენ და არ გიხსნიან, რადგან ფუჭნი არიან. უფალი კი არ დააგდებს თავის ერს”.პწ 406.1
არ გამოუთქვამს სამუელს რაიმე წყენა ებრაელთა საქციელის გამო. ერთი საყვედურიც კი არ წამოსცდენია ისრაელის უმადურობის გამოვლენის გამო, თუმცა მთელი სიცოცხლე მათთვის მსახურებას შეალია. პირიქით, თავის ერთგულებაში არწმუნებდა ყველას: “მე კი, ნუმც შევცოდო უფალს, ნუმც შევწყვიტო თქვენს გამო ვედრება. დაგაყენებთ სასიკეთო და ჭეშმარიტ გზაზე. ოღონდ უფლის გეშინოდეთ და ემსახურეთ წრფელად და მთელი გულით, რადგან ხედავთ, რა დიდი საქმე აქვს აღსრულებული თქვენთვის. თუ ბოროტად მოიქცევით, თქვენც დაიღუპებით და თქვენი მეფეც”.პწ 406.2